მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი და სხვა - აშშ-ის ახალი დახმარება უკრაინას

ნახვები: 679 800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი და სხვა - აშშ-ის ახალი დახმარება უკრაინას

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. სტინგერების რაოდენობა, რომელიც უკრაინას დახმარების ახალი პაკეტით გადაეცემა, 800 ერთეულია.

ასევე, უკრაინას გადაეცემა:

9000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ჯაველინები;
7000 ერთეული სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი;
20 მილიონი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობა;
ე.წ კამიკაძე დრონები, რომელთა რაოდენობაც არ დასახელებულა.
"პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ჩვენ დავადგინეთ და ვეხმარებით უკრაინას დამატებითი შორი მანძილის საზენიტო სისტემებითა და შესაბამისი საბრძოლო მასალებით.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 9000 ანტისატანკო სისტემას. ეს არის პორტატული, მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებსაც უკრაინული ძალები ეფექტიანად იყენებდნენ შეჭრილი რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.

დახმარება ასევე მოიცავს 7000 ერთეულ მცირე ზომის იარაღს, ტყვიამფრქვევს, თოფს, ყუმბარმტყორცნს". - თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას მხოლოდ ბოლო 1 კვირაში აშშ-მ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

თუმცა, აშშ უკრაინას კვლავ უარს ცის დახურვასა და მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა ომის დაწყების დღიდან ითხოვს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა