სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიკვიდირებული რუსი გენერლების სიას აქვეყნებს

ნახვები: 683 უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიკვიდირებული რუსი გენერლების სიას აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ომის სამი კვირის განმავლობაში, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი. ამის შესახებ „უნიანი" იუწყება.

კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან: „როსგვარდიის" 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი; აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი; 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი; სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

„რუსეთში ფედერალურ დონეზე არავინ საუბრობს ზოგად დანაკარგებზე. რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასახელებს „უკრაინაში სპეცოპერაციის" ოფიციალურ ხელმძღვანელს", - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა