სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

თენგიზ აბლოთია: არის თუ არა ალეკო ელისაშვილი მოღალატე?

05.02.2021 ნახვები: 1138

დღეს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ალეკო ელისაშვილის ფიგურამ უჩვეულო მასშტაბი და მნიშვნელობა შეიძინა - ხელისუფლებასთან ხანგძლივი კონსულტაციების შედეგად ის ბოლოს და ბოლოს პარლამენტში შევიდა, რითიც კოლეგა-ოპოზიციონერების რისხვა დაიმსახურა.
მათ თვალში ის მოღალატეა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დაარღვია და „ქართული ოცნების" პარლამენტს შედარებით მეტი ლეგიტიმურობა შესძინა. ხელისუფლების მოწინაამღდეგეთა ერთიანი პოზიცია უცვლელია - ისინი პარლამენტს არ აღიარებენ, დეპუტატობას არ აპირებენ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და ერთად-ერთი მოთხოვნა აქვთ - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
თუმცა, არის კი რეალობა ასეთი მარტივი და ცალსახა? არის თუ არა ოპოზიციის აზრი ერთმნიშვნელოვნად სწორი და არის თუ არა მართლაც ალეკო ელისაშვილი გაყიდული რენეგატი?
არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ, მაგრამ - ცალსახად ასე ვერ ვიტყვით. თავისი ლოგიკა ორივე მხარეს აქვს.
ოპოზიციის პრინციპულობა რა თქმა უნდა მისასალმებელია, რადგანაც ქართულ რეალობაში ადამიანები მზად არიან დედ-მამა გაყიდონ, ოღონდ პარლამენტში მოხვდნენ. სადეპუტატო პრივილეგიებზე, ხელფასზე, ფარულ შესაძლებლობებზე და ყოველდღიურად ტელეეკრანზე „მარიაჟიბაზე" უარის თქმა იდეური მოტივებით - ადვილი საქმე არაა, და პატივისცემის ღირსია.
თუმცა, რამდენად ეფექტურია შექმნილ ვითარებაში პარლამენტის ბოიკოტი?
ცალსახაა, რომ ვადამდელი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება - ვინც ოდნავ მაინც იცნობს ქვეყანაში შექმნილ რეალობას, ზოგჯერ მაინც გადის გარეთ და სამყაროს მხოლოდ „მთავარი არხის" თვალით არ უყურებს, უკვე კარგა ხანი მიხვდებოდა - ამ მატარებელმა ჩაიარა.
ყველაფერს თავისი დრო და თანმიმდევრულობა აქვს - არჩევნების შედეგების გაპროტესტება რეალურია პირველ 1-2 კვირაში. ქუჩის მობილიზება, რევოლუციური სცენარი, ხელისუფლების შეშინება და დათმობებზე იძულება - ეს ყველაფერი პირველი 10-15 დღის საკითხია.
თუ ეს დრო გავიდა, სტრატეგიული ინიციატივა დაიკარგა, მუხტი ჩაქრა და საპროტესტო აქციების ჩაფლავდა - მოემზადეთ შემდეგი არჩევნებისთვის.
დღეს „ქართულ ოცნებას" დათმობისთვის არავითარი მოტივაცია არ გააჩნია - რევოლუციური სცენარი საბოლოოდ ჩავარდა, ხალხი ქუჩაში კი საკმარისი რაოდენობით არ გამოდის.
ხელისუფლებას ასევე გააჩნია დასავლეთის მყარი და ცალსახა მხარდაჭერა, რომლის გამოც მას არც საერთაშორისო სანქციები და არც სხვა რეალური უსიამოვნებები არ ელის.
მაშ, რა გვაქვს რეალობაში? ქართველი ხალხი სდუმს, და რადიკალური ცვლილებების არავითარ სურვილს არ ავლენს. რეჟიმით უკმაყოფილება მხოლოდ ცარიელ ყბედობაში გამოიხატება და არავითარ რეალურ საქმეში არ კონვერტირდება.
არავის არ შეეშალოს, და არ იფიქროს, რომ აქ შიშის ამბავია. არავის არ ეშინია, ან როგორ შეიძლება ამ უბადრუკი რეჟიმის ვინმეს ეშინოდეს? საქმე გვაქვს მხოლოდ საყოველთაო აპატიასთაინ და სამომავლო რწმენის არარსებობასთან.
„ქართულმა ოცნება"-მ მოსახლეობაში ისეთი უიმედობის და ნიჰილიზმის დათესვა მოახერხა, რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა არა ქვეყნის გამოსწორებაზე, არამედ უცხოეთში წასვლაზე ოცნებობს...
მეორე მხარეზეა ბოიკოტის იდეის სრული მიუღებლობა დასავლეთის მხრიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნების პერიოდში დარღვევები კი იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ამას შედეგებზე გავლენა მოეხდინა.
საკუთარ ხალხს სძინავს, დასავლეთი ქოცების მხარეზეა - დამისახელეთ თუნდაც ერთი მიზეზი იმისთვის, რომ „ოცნება" მოულოდნელად გაგიჟდეს და ახალი არჩევნების დანიშნოს მაშინ, როდესაც ამისთვის არავითარი აუცილებლობა არაა.
ალეკო ელისაშვილი გარკვეულწილად მართალია - რეალობას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს - დღეს ჩვენ 2024 წლისთვის უნდა მოვემზადოთ, 2020 წელმა უკვე ჩაიარა.
2024 წელს, მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში ქოცების გასტუმრება ხელისუფლებიდან სრულიად რეალური ამოცანაა, ოღონდ იმ დროისთვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, და პირველია - საარჩევნო ბარიერის დაწევა.
ეს ყველაზე პრინციპული საკითხია, რადგანაც 2020 წლის პროპორციული არჩევნების შედეგებმა ნათლად გვიჩვენა - მთლიანობაში ოპოზიციამ მოიგო, თუმცა, 5%-ან ბარიერი მხოლოდ ნაცმოძრაობამ გადალახა. 2024 წელს ეს რეალობა „ოცნებას" გამარჯვების შესაძლებლობას უტოვებს - არჩევნებში ოპოზიცია 52% მიიღებს, თუმცა, 5%-ანი ბარიერის პირობებში, ნაცმოძრაობა 30%-ს, „ქართული ოცნება" - 40-42%-ს მიიღებს. დანარჩენები კი თამაშგარე დარჩებიან.
შესაბამისად, ადგილები განაწილდება ქოცებს და ნაცებს შორის და ალოკაციის წესით, გამარჯვებული ისევ ოცნება დარჩება. ამჯერად მაჟორიტარების გარეშე, სრულიად კანონიერად, მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ტრადიციულად გაყოფილია. შესაბამისად, გამოვა, რომ ოპოზიციური 20-25% დაიკარგება, და 2028 წლამდე ხელისუფლებაში ისევ „ოცნება" დარჩება.
სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებაზე უნდა იფიქროს ოპოზიციამ და არა ვადამდელ არჩევნებზე, რომელთა ჩატარების შანსი თითქმის ნულოვანია.
შეძლების კი ალეკო ელისაშვილი ამის მიღწევას მარტო, ოპოზიციური მხარდაჭერის გარეშე? წავა ამაზე რეალურად „ქართული ოცნება", რომელმაც იცის - მაჟორიტარების მაშველი რგოლის გარეშე და დაბალი ბარიერით ის 2024 წელს ძალაუფლებას ვერანაირად ვერ შეუნარჩუნებს?
ქოცები ელისაშვილს ამას უკვე შეპირდნენ, თუმცა, მათთვის გადაგდება და საკუთარი სიტყვის გადათქმა ახალი ამბავი არ არის. თუმცა, მცდელობა აუცილებელია.
თუ ალეკო ელისაშვილი მარტოდ-მარტო შეძლებს 2024 წლის ბედის გადაწყვეტას - ის ამ შერკინებიდან გამარჯვებული გამოვა, რადგანაც დღეს ქართულ პოლიტიკაში 2024 წელზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს.
სწორედ ამიტომ არ არსებობს დღეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე - არის თუ არა ალეკო ელისაშვილი მოღალატე?
ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა