War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

NATO-ს თვითმფრინავები საწყობში მტვრით იფარება, ჩვენ მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ-ზელენსკი

ნახვები: 424 NATO-ს თვითმფრინავები საწყობში მტვრით იფარება, ჩვენ მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის თვითმფრინავების, ტანკების, სარაკეტო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდებს.

ზელენსკი აცხადებს, რომ NATO-ს ხელთ არსებული შეიარაღების 1% საკმარისი იქნება უკრაინისთვის მტერთან გამკლავებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინდელ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა მტრის ავიაციას იარაღით ვერ გაუმკლავდება, NATO-ს თვითმფრინავები და მძიმე შეიარაღება კი, რომელსაც უკრაინისა და "მთლიანი ევროპის თავისუფლების დაცვა შუეძლია საწყობებში მტვრით იფარება".

"დღეს მე ორჯერ ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ჩვენს ხალხზე, ვინც უსაფრთხოება პოლონეთში იპოვა. და [ვესაუბრე] ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებაზე. ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და რეალურად, ყველა ევროპელის უსაფრთხოებაზე.

რა არის ამ უსაფრთხოების ფასი? ეს [ფასი] ძალიან კონკრეტულია. ეს არის თვითმფრინავები უკრაინისთვის. ეს არის ტანკები ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ანტი-სარაკეტო თავდაცვაა. ეს ანტი-საზღვაო შეიარაღებაა. ეს ისაა, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ეს ისაა, რაც მათ საწყობებში უბრალოდ მტვრითაა დაფარული. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ უკრაინაში თავისუფლებისთვის არაა - ეს ევროპაში თავისუფლებისთვისაა.

რადგან შეუძლებელია, [ევროპის] კონტინენტზე ყველასთვის მისაღები იყოს თუ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, სლოვაკეთი და მთელი აღმოსავლეთ ევროპა რუს ოკუპანტებთან შეტაკებების რისკის ქვეშაა.

რისკის ქვეშ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ NATO-ს მთელი თვითმფრინავების მხოლოდ ერთი პროცენტი დატოვეს სადღაც ანგარებში [თვითმფრინავების შესანახი საწყობი]. ერთი პროცენტი! ჩვენ ამაზე მეტს არ ვითხოვდით. და ჩვენ არ ვითხოვთ ამაზე მეტს. და ჩვენ უკვე 31 დღეა ვიცდით!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა