War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

რუსული კანონპროექტით, თანამემამულედ ჩაითვლება ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს

ნახვები: 424 რუსული კანონპროექტით, თანამემამულედ ჩაითვლება ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თანამემამულედ იქნება აღიარებული ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს.

კანონპროექტის ავტორი დუმის დსთ-ის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინია. დოკუმენტი დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ორშაბათს განთავსდა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი აღმოფხვრის მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებებს, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ანუ, კანონპროექტით შემოთავაზებულია, თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებმაც „იციან რუსული ენა, რომელთა უშუალო წინაპრები დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე".

გარდა ამისა, "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონიათ სსრკ-ის მოქალაქეობა. შესაბამისად, ცნება "თანამემამულის" განმარტებაში გამოირიცხა სსრკ-ის მოქალაქეობასთან კავშირი".

ამასთან, კანონპროექტი "ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას". კერძოდ, ბელარუსი და უკრაინელი ხალხის აღრიცხვას.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა