War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით-პოდოლიაკი

ნახვები: 424 მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებისას რამდენიმე საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს".

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. დღეს ასევე გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა - ეს არის ომის ესკალაციის პრობლემა, ზიზღის ესკალაცია, ომის წარმოებისა და წესების დარღვევის ესკალაცია, ეს ხდება არა მხოლოდ საბრძოლო ველზე. პირდაპირ ეთერში ხანდახან ისმის მოწოდებები, რომ ესა თუ ის ნაცია განადგურდეს, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე და ხდება ვიდეოგადაღება, როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო მოსამსახურეების მისამართით", - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა