სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი სერიოზულია უკრაინასთან მოლაპარაკებებში-ბლინკენი

ნახვები: 686 აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი სერიოზულია უკრაინასთან მოლაპარაკებებში-ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები "ეფექტურად წინ მიიწევს", რადგანაც აშშ რუსეთის მხრიდან "რეალური სერიოზულობის ნიშნებს" ვერ ხედავს.

ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის განცხადება საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლის დახმარებითაც რუსეთი კვლავ ეცდება მოატყუოს ხალხი, იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა".

"თუ მათ რაღაცნაირად სჯერათ, "მხოლოდ" უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილების დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, ისინი მორიგ ჯერზე იტყუებენ საკუთარ თავს", - განაცხადა ბლინკენმა.

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა