War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

რუსეთის ჯარი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას-უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ნახვები: 424 რუსეთის ჯარი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას-უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 30 მარტს რუსეთის არმიამ განაგრძო სრულმასშტაბიანი, შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ, როცა რუსული ჯარები აგრძელებდნენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი და სავარაუდოდ, დროებით შეწყვიტა კიევის ალყაში მოქცევაზე მუშაობა.

"რუსული არმია გადაჯგუფდა და დაიწყო შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, ასევე, დაიწყო მუშაობა დონეცკისა და ტავრიას რეგიონებში ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის სისტემის გაზრდაზე". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, "რუსეთმა გააძლიერე ცეცხლი და თავდასხმითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში და აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს დასახლებულ ადგილებში".

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართულია პოპასანაზე, რუბიჟიესა და მარიუპოლზე კონტროლის აღებაზე. ასევე, ამბობს, რომ რუსული არმია დემორალიზებულია და აქვს დაბალი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში უკრაინაში.

გუშინ, 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სამხედრო მოქმედებებს და გაიყვანს ჯარებს კიევიდან და ჩერნიგოვიდან. თუმცა, აშშ-მ მაშინვე თქვა, რომ კიევის გარშემო რუსული ჯარების ნებისმიერი მოძრაობა განიხილება, როგორც "გადაჯგუფება და არა გაყვანა"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა