Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს
ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ოკუპაცია ბრალდება საქართველოს, დასავლეთი კი მტრად ცხადდება

დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ-ოლაფ შოლცი

ნახვები: 517 დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ-ოლაფ შოლცი

საშინელმა და შემზარავმა სურათებმა მოაღწია ჩვენამდე უკრაინიდან. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრეტილია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დაუღალავად უნდა გამოიძიონ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, სისასტიკის დამოუკიდებლად დასაფიქსირებლად. ჩვენ დაუღალავად უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ", - წერს ოლაფ შოლცი.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა