War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ოპოზიციის მოსაზრებაა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 424 ოპოზიციის მოსაზრებაა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია-გურამ მაჭარაშვილი

სჯობს, სპეკულაციებს თავი დავანებოთ და ოპოზიციამ დასკვნაში არსებული ის მიმართულებები წაიკითხოს, რაშიც შეიძლება სამომავლოდ ვიმუშაოთ, მათ შორის ამერიკასთან. თუ ამაში ოპოზიცია დაგვეხმარება და ჯანსაღად კრიტიკული იქნება, ეს იქნება კარგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რას უნდა მიაქციოს საქართველომ სამომავლოდ ყურადღება.

„ჩვენთვის ეს ანგარიში არის ის, რომ წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებული რეფორმები გატარდა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანგარიში მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რას მივაქციოთ სამომავლოდ ყურადღება, რადგან ამერიკასთან თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათი დასკვნა სამომავლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. ანგარიშში არსებული ფაქტები ინტერპრეტირებული რომ არ ყოფილიყო, განვმარტავთ, ოპოზიციის მოსაზრებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ეს არ არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. სჯობს, სპეკულაციებს თავი დავანებოთ და ოპოზიციამ დასკვნაში არსებული ის მიმართულებები წაიკითხოს, რაშიც შეიძლება სამომავლოდ ვიმუშაოთ, მათ შორის ამერიკასთან. თუ ამაში ოპოზიცია დაგვეხმარება და ჯანსაღად კრიტიკული იქნება, ეს იქნება კარგი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა