War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ახლა რუსეთისთვის მთავარია შიდა პრობლემა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 424 ახლა რუსეთისთვის მთავარია შიდა პრობლემა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი-ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე წააგო და ახლა ფიქრობს, თუ როგორ წარუდგინოს რუსებს ეს მარცხი.

 

„ახლა რუსეთის მთავარი პრობლემა საგარეო და უკრაინული არ არის. ეს მათთვის შიდა პრობლემაა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

არესტოვიჩის თქმით, რუსებმა ომის 50 დღის განმავლობაში მეხუთედ შეცვალეს „სპეციალური ოპერაციის“ ოფიციალური მიზნები ახლა კი, ყველაზე მთავარია მარიუპოლის აღება, ნებისმიერ ფასად.

„ახლა უკრაინა კარნახობს პირობებს, რუსეთს პასუხი არაფერზე აქვს. მათ აქვთ კრიზისი, კატასტროფა და არ იციან, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, რუსული ჯარების ბოლოდროინდელი ინტენსიური სარაკეტო იერიშები უკრაინული ქალაქების მიმართულებით არის მათი შურისძიება შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის გამო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა