მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

„Боренька“ და უკრაინა

04.05.2022 ნახვები: 1399

შესაძლოა ქოცებმა ამ მოსაზრების გამოთქმის გამო დამწყევლონ, თუმცა ბოლო პერიოდში დავრწმუნდი - „Боренька“-ს სურს რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან ომში.

მისი მომსახურე პერსონალი „ქართული ოცნების“ სახით ამ აზრს კატეგორიულად არ დაეთანხმება - ისინი იტყვიან, რომ საქართველო უკრაინას გვერდში ისე უდგას, როგორც არავინ, რომ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

ეს მართლად ასე რომ იყოს (თუმცა, ასე არაა), წინააღმდეგობა ამ ორ პოზიციის შორის არ არსებობს - შინაგანი განწყობა ერთია, პრაქტიკულიო ნაბიჯები კი - მეორე. „ქართული ოცნება“  მკვეთრი ნაბიჯებით რომელიმე მიმართულებაზე ზოგადად არ გამოირჩევა და წინა წლებშიც კი, როდესაც რუსეთი ძლევამოსილების მწვერვალზე იყო, მაინც ამჯობინებდა ორ სკამზე ჯდომას, მით უმეტეს დღეს, როდესაც მოსკოვის პოზიციები საერთაშორისო ველზე ბევრად უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მომაკვდავთან კუბოში თავისი ნებით წაყოლა - ზედმეტად დიდი აბსურდი იქნებოდა Боренька-სთვის, რომელსაც თუ რამე აქვს - ეს ყნოსვაა.

თუმცა, საუბარია არა მის ქმედებებზე, არამედ ფარულ სურვილებზე, რომლებიც რა თქმა უნდა, ქმედებებზეც ახდენენ გავლენას, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ. ეს ისეთი სიღრმეებია, რომლებზეც ბევრი ადამიანი არათუ უცხოების, არამედ საკუთარ თავსაც არ ანდობს.

Боренька-ს ურჩევნია რუსეთმა მოიგოს ეს ომი - იმიტომ რომ უკრაინის მოგება და რუსეთის წაგება თამაშის წესების რადიკალურ ცვლილებას და კომფორტის ზონიდან გასვლას გულისხმობს.

რუსეთი ქოცებისთვის შეჩვეული ჭირია - Боренька -ს სამყაროში რუსეთი არის უძლეველი. საშიში, არაპროგნოზირებადი და მის წინაშე შიში არის ამ სისტემის ერთ-ერთი საყრდენი. სამყაროში, სადაც საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის პირობებში იმყოფება - ეს შესაძლოა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სასარგებლოც კი იყოს,

ქოც-სისტემის ერთ-ერთი ბურჯია - რუსეთის წინაშე ხშირ შემთხვევაში ირაციონალური შიშის დანერგვა - „თქვენ რა, ომი გინდათ?“ , „ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში აუცილებლად დაიწყება ომი რუსეთთან“, ამიტომაც - აიტანეთ არაკომპეტენტური, კორუმპირებული მმართველობა, რაც მთავარია ომი არ იქნება.

9-წლიანმა შიშის, უიმედობის, და საკუთარი სისუსტის პროპაგანდამ დამანგრეველი შედეგი მოიტანა - Боренька-მ თავის მიზანს მიაღწია - დღეს საქართველო არის დასუსტებული, დაჩლუნგებული, წვრილმან ქიშპობაში ჩაფლული ქვეყანა, რომელიც ხვალ, რამე რომ იყოს, იარაღის აღმართვაზე არც კი იფიქრებს.

სულ არაა საჭირო მაინც და მაინც რუსეთი - ხვალ აფხაზეთმაც კი რომ შემოგვიტიოს - ქუთაისამდე დიდი სირთულეების გარეშე მივა.

ჯარიც ისეთივეა, როგორც საზოგადოება - ჩაძინებული, ენერგია დაცლილი და მოტივაცია დაკარგული. დღეს საუკეთესო ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში ომობენ, - ისინი სამშობლოს არ სჭირდება.

Боренька არ ენდობა იდეურ, პრინციპულ და ღირსების მქონე ოფიცრებს. ღირსება - საშიში ფუფუნებაა ოლიგარქიისთვის.

ქოცების იდეალური საქართველოა - გათითოკაცებული, უპრინციპო, დაჩმორებული ქვეყანა.. მხოლოდ ასეთ ქვეყანაში შეიძლება კობახიძეს და ღარიბაშვილს რომელიღაც სამინისტროს რიგით ჭანჭიკზე მაღალი სტატუსი ჰქონდეთ. ხვალ რომ ქართული პოლიტიკიდან გაითიშოს რუსული ფაქტორი - ეს საყოველთაო დაჩმორების კონსტრუქცია მნიშვნელოვნად შეირყევა.

მაშინ, როდესაც კითხვა „ომი გინდათ?“ აქტუალურობას დაკარგავს, როდესაც აღმოჩნდება რომ რუსეთი არაა ყოვლისშემძლე, ევროპა-ამერიკა კი სუსტი და უუნარო, კოლექტიური გოგა ხაინდრავა-ლალი მაროშკინა პროპაგანდის და მოსახლეობის გამოთაყვანება-დამორჩილების ერთ-ერთ მძლავრ იარაღს დაკარგავენ.

ასევე, ძალიან წამგებიანია ქოცებისთვის რუსეთის დამარცხება უკრაინაში საგარეო პოლიტიკის კუთხით.

„ოცნება“ ოსტატურად იყენებს დასავლეთის შიშს რუსეთის წინაშე - არანაკლებად ოსტატურად, ვიდრე ქართველების. წლების მანძილზე ის თავს იმართლებს დასავლელ პარტნიორებთან - „ რა გინდათ? დემოკრატია არ გვივარგა, სამაგიეროდ, ომი არაა. ოპოზიციას უჭერთ მხარს? რა, ომი გინდათ?“.

ეს რიტორიკა ფანტასტიკურად მუშაობს - Боренька-ს ზოოპარკს ყველანაირ საძაგლობას ჰპატონობენ - ოღონდ არ იყოს ომი რუსეთთან.

მაგრამ თუ უკრაინამ მოიგო, რუსეთი დამარცხდა,და ომით მუდმივი სპეკულაცია დასრულდა - ევროპა და ამერიკა ქოცების ხელისუფლებას უფრო ყურადღებით დაუკვირდებიან და აღმოაჩენენ, რომ ის არათუ დემოკრატია არაა, არამედ კორუმპირებული, პროვინციულ-ფეოდალური რეჟიმია..

სწორედ ამიტომ ურჩევნია ქოც-ბელადს შეჩვეული ჭირი - რუსეთი, რომელიც ქმნის მისთვის კარგად ნაცნობ თამაშის წესებს და ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებს.

სწორედ ამიტომ, მათ ზოგჯერ წამოსცდებათ ის, რაც წესით უნდა დამალონ - თითქოს ყველაფერს აკეთებენ როგორც საჭიროა: სოლიდარობას უცხადებენ; ტვ „იმედი“ უკრაინული დროშის ქვეშ მაუწყებლობს; საპარლამენტო დელეგაცია ბუჩაში ჩადის და სწორ სიტყვებს წარმოთქვამს.

მაგრამ ზოგჯერ თვითკონტროლი ღალატობთ, და ამბობენ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ - ,მასხარა ზელენსკიმ დაღუპა უკრაინელი ხალხი“, „ ქვეყანა ინგრევა, ეს გინდათ?“, „უკრაინა ომს რუსეთს ვერ მოუგებს“, „სამწუხაროდ უკრაინამ ომი თავიდან ვერ აიცილა“...

ნამდვილად, უკრაინამ ომი ვერ აიცილა - უკეთესად უნდა შეესწავლა ქოცების მოძღვრება და თათები ზემოთ აეწია მანამ, სანამ რუსული ჯარი მათ ქვეყანაში შემოვიდოდა. 

თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა