ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჩვენ გვჭირდება მეტის გაკეთება, მეტი სანქციის ამოქმედება-მატიას მარტინენი

ნახვები: 515 ჩვენ გვჭირდება მეტის გაკეთება, მეტი სანქციის ამოქმედება-მატიას მარტინენი

ფინეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის მატიას მარტინენის განცხადებით, ფინეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას და სანქციების უფრო გამკაცრების მომხრეა.

მისივე თქმით, ფინეთის პარლამენტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში მიიღებს გადაწყვეტილებას.

„24 თებერვალს მოხდა დრამატული ცვლილება. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ამ დროს ევროპაში უსაფრთხოების ვითარება შეიცვალა. ძალიან ბევრი ადამიანი არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით და ეს მხოლოდ ფინეთს არ ეხება, არამედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოში. ჩემი ინფორმაციით, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დღეებში განიხილავენ. ჩვენ გვჭირდება მეტის გაკეთება, მეტი სანქციის ამოქმედება, რათა რუსეთისთვის იყოს მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინაზე თავდასხმა უნდა შეწყდეს. ფინეთს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის საშუალებები. ასევე, უნდა მოვახდინოთ ფინეთის უფრო მეტად ინტეგრაცია დასავლეთთან. ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები და ვთანამშრომლობთ ნატო-სთან წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ბრძნული გადაწყვეტილებაა, რომ ფინეთი შეუერთდეს ნატო-ს, რადგან ყველა პარტია ახლა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწეევრების განაცხადს. ჩვენმა მთავრობამ მოამზადა ანგარიში უსაფრთხოების შეცვლილ სიტუაციაზე და ეს დოკუმენტი ახლა პარლამენტშია. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი“, – განაცხადა მარტინენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა