War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ნახვები: 424 შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა.

როგორც შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, უკრაინა მარტო არ არის, ევროკავშირი მის გვერდით დგას.

„ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

შარლ მიშელი უკრაინაში აპრილშიც ჩავიდა, მაშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. ამჯერად შარლ მიშელი და უკრაინის პრეზიდენტი ვიდეო კონფერენციის რეჟიმში ესაუბრნენ ერთმანეთს. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მამაც გადაწყვეტილებას, რომ პირადად ჩასულიყო ოდესაში. მადლიერი ვარ ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა