War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოსახლეობას ვაქცინციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს

ნახვები: 424 სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოსახლეობას ვაქცინციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ვაქცინაციის მხარდასაჭერად აქციას იწყებს და მოსახლეობას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ასოციაციის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპით საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები მოსახლეობას ვაქციანციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუა მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესი დაბალი ტემპებით მიმდინარეობს და აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობის ზრდა.

„საქართველოში აცრილია 42 ათასამდე ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1.1%-ია. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყების თითქმის 2 თვის თავზე, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ ვაქცინაციის კამპანიამ გამოიღოს ეფექტი და კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხება მოიტანოს შედეგად, აუცილებელია მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება. მდგომარეობის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ ასე შეიძლება", - აცხადებს ჩხოტუა.

არჩილ ჩხუტუას მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოების მაგალითები მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის წარმატებული პროცესი ქვეყნის ეკონომიკის გახსნის აუცილებელი პირობაა.

„ამის ნათელი მაგალითებია ბრიტანეთი და ისრაელი. ისრაელმა ვაქცინაციის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში აცრა მოსახლეობის 60%. ამის შედეგად, მოხსნა პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა პირბადეების ტარების ჩათვლით და აღადგინა ქვეყანაში ტურისტების შესვლა. უფრო მეტიც, ვირუსით ავადობა 95%-ით შემცირდა და, რაც მთავარია, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება კორონავირუსით განპირობებული სიკვდილიანობა", - აცხადებს ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე.

ჩხოტუა განმარტავს, რომ სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს.

„ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, როგორც ყველაზე დიდმა და პასუხისმგებლიანმა სამედიცინო დარგობრივი ასოციაციების გაერთიანებამ, რომელიც 70-ზე მეტ წევრს ითვლის, გადაწყვიტა მიემართა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და საკუთარი მაგალითით მოეწოდებინა ერთად-ერთი სწორი ნაბიჯისაკენ - ვაქცინაციისაკენ!", - განაცხადა ჩხუტუამ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა