სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, მტრულად განწყობილია ქვეყნის მიმართ-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 683 ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, მტრულად განწყობილია ქვეყნის მიმართ-მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოში ომის დაწყებაზე საუბარი, ქვეყნის მტრობაა.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა.

სარჯველაძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა.

„მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის მტრულად განწყობილია საქართველოს მიმართ. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელი ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს ინტერესების მტრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა