რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

გერმანიაში G7-ის შეხვედრებს უკრაინა და მოლდოვაც ესწრება, საქართველო არ მიიწვიეს

ნახვები: 652 გერმანიაში G7-ის შეხვედრებს უკრაინა და მოლდოვაც ესწრება, საქართველო არ მიიწვიეს

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმენიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ.

განსახილველი თემების ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის საკვებსა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხება.

გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების გარდა შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც დმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ. საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა.

„სტუმრების სიაშია მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუც. მოლდოვა ომის დაწყებიდან ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისა და ზრუნვის კუთხით. ქვეყნის მხრიდან რეგიონში სიტუაციის შეფასება ასევე ძალიან ღირებული იქნება დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის“ - წერია გერმანიის საგარეო ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

შეხვედრებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს ინდონეზიის საგარეო მინისტრიც, რადგან დიდი ოცეულის შემდეგი სამიტი წელს სწორედ ინდონეზიაში იმართება. 

ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური კრიზისად იქცა. 25 მილიონი ტონა ხორბლეული უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით დიდი ნაწილი კი ოდესაში რუსების მიერაა დაბლოკილი

გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით, მათ შორის აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა პრობლემურია.

„ამის გამო განვიხილავთ, როგორ მოვხსნათ რუსეთის დაწესებული ბლოკადა და როგორ მივაწოდოთ მარცვლეული დანარჩენ მსოფლიოს“ - განაცხადა ბერბოკმა.

განხილვის ნაწილი იქნება კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

შეხვედრებს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ვინაიდან ენტონი ბლინკენმა კორონავირუსის გამო დასწრება ვერ შეძლო.

დიდი შვიდეულის სამიტს გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატები დაესწრებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა