War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით, კომპანიები საწვავის ფასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ-ირაკლი ლექვინაძე

ნახვები: 424 იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით, კომპანიები საწვავის ფასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ-ირაკლი ლექვინაძე

მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები საწვავის მსხვილ იმპორტიორებს შეხვდნენ.

მხარეებმა იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ქვეყანაში საწვავის გაიაფების მიმართულებით არსებობს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, იმპორტიორებმა აპრილში ფასების შემცირების რესურსი ხელიდან გაუშვეს.

„მსხვილ ბრენდულ ნავთობკომპანიებს გავაცანით ჩვენი მონიტორინგის შედეგები. სამწუხაროდ, აპრილში ფასის კლების გარკვეული შესაძლებლობა არის გაშვებული, როცა ამისი რეალური რესურსი არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მაღალი ფასები ფიქსირდება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენც ამის ნაწილი ვართ, ხდება ამის ასახვა ფასებზე. მაინც იმედი გვაქვს, რომ იაფი რესურსებისა და წყაროების მოძიებით და იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც ჩვენ დღეს გავიარეთ, მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ბუნებრივია, კომპანიებს აქვთ თავისი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილში იყო რესურსი, რომ თუნდაც მცირედ კორექტირებული, მაგრამ უფრო მისაღები ფასი ყოფილიყო მომხმარებლისთვის. გავაგრძელებთ საწვავის ბაზრის მონიტორინგს და ასევე ვიმუშავებთ გარკვეულ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა