ირაკლი კუპრაძე - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი
სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად
საპროტესტო მსვლელობის დროს ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო
ლევან ხაბეიშვილი - ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ “ლიდერებზე” იდარდებთ
გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია
სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე

შერჩევითი სამართალი “ოცნების” ხელისუფლებისგან- ვინ არის ნამდვილი დამნაშავე, ავალიანი თუ “ხელშეუხებელი” იზორია?!

19.05.2022 ნახვები: 10953

2022 წლის 15 თებერვალს ქალაქ ბათუმში, რკინიგზის მიმდებარედ მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კერძოდ, სავარიო სიტუაციის შექმნით პოლიციის პიკაპის ფირმის ავტომობილი “კრაისლერის” ფირმის ავტომობილმა გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო ორმა სამართალდამცავმა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. სანდო წყაროსგან მოწიდებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცავებმა აღნიშნული ავტომობილი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს, სამართალდამცავმა მძღოლს-კიტა იზორიას (ყოფილი თავდაცვის მინისტრის-ლევან იზორიას ძმას) ჩამოართვა დოკუმენტები. როგორც ჩვენთან საუბრისას სანდო წყარო აცხადებს, სწორედ დოკუმენტების ჩამორთმევის შემდეგ სცადა იზორიამ ტერიტორიიდან მიმალვა. სამართალდამცავები გაქცეულ ავტომობილს დაედევნნენ, წვიამიანი გზის საფარზე იზორიამ საკუთარი ავტომობილით რამდენჯერმე შეუქმნა საავარიო სიტუაცია სამართალდამცავებს, რის შედეგადაც მძღოლმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და საპატრულო ეკიპაჟის მანქანა გზიდან გადავარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორივე სამართალდამცავი კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. - თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბესიკ ავალიანი, რომელსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება .

მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ცდომილებები რომლის შესახებაც საზოგადოება საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით პირველად ჩვენებაში, რომელიც დაზარალებულმა სამართალდამცავებმა გოგა ტალაბაძემ და ზაზა ხუჭუამ პოლიციას მისცეს, პიროვნება რომელსაც ისინი ეჭვმიტანილად ასახელებდნენ იყო ვახო (იგივე კიტა) იზორია, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის წევრის, ამჟამინდელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიას ძმაა. ამ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი იმ მოსაზრების გამყარებას, რომ კიტა იზორია, სარგებლობს არაფორმალური ხელშეუხებლობით, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინინისტროში გამოძიების პროცესში საქმის დეტალები შეიცვალა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა კიტა იზორიას თანმხლებ პირს-ბესიკ ავალიანს დაეკისრა. საქმეში დევს მხოლოდ 1 სამართალდამცავის ზაზა ხუჭუას ჩვენება, სადაც ის განაცხადებს რომ თავად პირადობაზე რომელიც მისმა მეწყვილემ, გოგა ტალაბაძემ საპატრულო ავტომობილში მიიტანა, ბესიკ ავალიანის სახელი და გვარი ამოიკითხა. როგორც საქმესთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები განაცხადებენ, საქმეში არ იძებნება თავად გოგა ტალაბაძის ჩვენება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გენერალურ ინსპექციაში ზაზა ხუჭუას პარალელურად დაიბარეს, ხოლო მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა ცრუ ჩვენების მიცემაზე, სამსახურიდან გაანთავისუფლეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ზაზა ხუჭუა, ჩვენების მიცემის შემდეგ დააწინაურეს და ის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პოლიციაში იკავებს მაღალ თანამდებობას.

აღნიშნული გარემოებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ 2022 წლის 15 თებერვალს მომხდარი ინციდენტის კიტა იზორიასთან დაკავშირება არის აბსურდი და ოპოზიციის მიერ გამოგონილი კონსპირაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ქაოსისა და უნდობლობის დათესვაა. გამოძიება მიმდინარეობს კანონის შესაბამისად. დაკავებულია ის პიროვნება, რომელმაც ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, და არც ერთი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა ამას ვერ შეცვლის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისი თანამშრომლების დაცულობას და უსაფრთხოებას. რაც შეეხება მსგავს სპეკულაციებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი დეზინფორმაციაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ფაქტებთან.“

გომელაურმა ასევე უარყო გოგა ტალაბაძის სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტიც და აღნიშნა რომ პოლიციელები ჩვეულებრივ აგრძელებენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ არის საქმეში მე-2 სამართალდამცავის ჩვენება, და რატომ შეიცვალა პირველი ვერსია, კიტა იზორიას იდენტიფიცირების შესახებ გომელაური განაცხადებს:

„ეს ჭორებია რომელსაც იგონებთ თქვენ, სამარცხვინო ჟურნალები იმისთვის რომ წაახალისოთ მოგონილი ტყუილები. საქმე არის წარმოების პროცესში, მასში იქნება როგორც მე-2 სამართალდამცავის ასევე, უბრალო ქვეითი პირის ჩვენებაც კი, თუ ამის საჭიროება იარსებებს”

ჩვენმა ჟურნალისტმა სცადა დაკავშირებოდა სამართალდამცავ გოგა ტალაბაძეს, რომელმაც კითხვაზე სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია შემდეგი პასუხი გაგვცა:

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე როგორც საქმის ფიგურანტს უფლება არ მაქვს აღნიშნულ საქმეზე კომენტარი გავაკეთო, ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დავადასტურო რომ მე აღარ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ! გთხოვთ დამატებითი და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ პრეს.ცენტრს”

აღნიშნულ კომენტარში, სადაც გოგა ტალაბაძე ნაწილობრივ ადასტურებს მომხდარი ფაქტის რეალობას, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლება იზორიას ხელს აფარებს და როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ეს არ არის ერთადერთი ინციდენტი, რომელშიც იზორიას არაფორმალური გავლენების გათვალისწინებით დაზარალებული სამართალდამცავები ფიგურირებენ .

საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს ვინ არის კიტა იზორია, პიროვნება რომელიც 2020 წელსაც მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ, როდესაც 2014 წელს გადაღებული კადრები გავრცელდა მის შესახებ. გავრცელებულ ვიდეო მასალაში აშკარად ჩანს რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიტა იზორია, პოლიციელებს მისი ძმის გავლენებით ემუქრება და განუცხადებს რომ მათ „ფორმებს გახდის“. ცხადია იზორიამ მაშინაც შეძლო სასჯელისგან თავის არიდება, მაშინდელმა მაშინდელმა შსს-ს მინისტრმა კი, განაცხადა "ეს არ არის დანაშაული, უარესებიც ხდება"-ო.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ირმა ჭკადუას-რომელიც დაკავებულის უფლებადამცველია :
როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბესიკ ავალიანის ადვოკატი-ირმა ჭკადუა განაცხადებს, დაკავებული აღიარებს დანაშაულს და ელოდება დასკვნით სასამართლო პროცესს.


სწორედ წარსულია ის რაც ხელს უშლის „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში მოიპოვოს სანდოობა .
მაშინ როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად დიქტატურის გზას ადგას. ამ და სხვა სისხლის სამართლის საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია, რომელზეც ღია, ნათელი და მკაფიო პასუხის მოპოვება, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია თუმცა ფაქტია-ხელისუფლების მხარდამჭერები და მათთან დაკავშირებული პირები ყოველთვის ახერხებენ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას !

ყველას ნახვა
ყველას ნახვა