ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის

ნახვები: 360 ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის

როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან მისი [ვიზალიბერალიზაციის] გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 11 ივნისს ქართულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა „ეს იმდენად გაუფასურდა, რომ ქართული საზოგადოება ამაზე აღარ რეაგირებს“.

„ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა იმდენად გაუფასურდა ყველა ეს მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, იმდენად დაკარგა ფასი ასეთმა ქმედებებმა, რომ ვხედავთ, ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს ამ ყველაფერზე. მანამდე ხალხს ჰქონდა განსხვავებული, უფრო მძაფრი რეაქცია შანტაჟის მცდელობებზე, ახლა საზოგადოება აღარ რეაგირებს იმდენად გაუფასურდა ასეთი მცდელობები ქართული საზოგადოების გადმოსახედიდან. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან მისი გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა, ისინი, რა თქმა უნდა, ხალხზე ზეწოლითა და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც წარმოებს ჩვენ გარშემო. აქედან გამომდინარე, შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჭრის“, -განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა