War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას, ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ-ხათუნა სამნიძე

ნახვები: 424 ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას, ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ-ხათუნა სამნიძე

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლა, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ; ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, არავითარ ყურადღებას არ აქცევს, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამნიძის თქმით, ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა და არც ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა. ხათუნა სამნიძის განაცხადებით, ბოლო სტატისტიკით შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა, ისევ  როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებელ ორდერებს.

„ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმეს ტრაგედია. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ სპეციალური ზომები მიიღოს, განცხადება მაინც გააკეთონ შესაბამისმა პოლიტიკურმა პირებმა და თანამდებობის პირებმა, მთელი ხელისუფლება გადართულია  იმ პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყნაში ოპოზიციის ბრალია. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო „ქართულ ოცნებას“ – ეს ომი არის მუდმივი ქალები, ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები“, – აღნიშნა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა