სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს-ლიზ ტრასი

ნახვები: 691 დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს-ლიზ ტრასი

დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა განიხილონ რუსეთის მიმართ კომპრომისი ან დაშოშმინება.

„შემაძრწუნებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მსოფლიოს გამოსასყიდი დაუწესოს. რუსული აგრესიის დამშვიდება არ შეიძლება, მასთან ძალით შეხვედრაა საჭირო. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უკრაინაში გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუნდობლები და ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით. ახლა ამაჩქარებლის პედლიდან ფეხს ვერ მოვხსნით“, – თქვა ლიზ ტრასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა