სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთი მუშაობს თურქეთის მოთხოვნებზე

ნახვები: 691 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთი მუშაობს თურქეთის მოთხოვნებზე

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთი მუშაობს თურქეთის მოთხოვნებზე. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პეკა ჰაავისტომ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.

პეკა ჰაავისტოს თქმით, ჰელსინკი განიხილავს თურქეთის არაერთ მოთხოვნას, მათ შორის იმ პირთა ექსტრადირებას, რომლებიც, თურქეთის მტკიცებით, დაკავშირებულნი არიან ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან. „ქურთ მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინეთის პოზიცია შეესაბამება ევროკავშირის პოზიციას, რომელიც მას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

„რა თქმა უნდა, არის ასევე ის ფაქტიც, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კანონები და კანონის უზენაესობა. დეპორტაცია არც ისე ადვილია. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ეს უფრო ჩვენს სამართლებრივ სისტემაშია, ვიდრე პოლიტიკურ მხარეში“, – განაცხადა ჰაავისტომ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე განიხილავს თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, თუმცა ასევე ყურადღება გაამახვილა შეზღუდვებზე, რომლებიც მიზნად ისახავს იარაღის გამოყენების პრევენციას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ან კონფლიქტის ზონებში.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნულ ქვეყნებს ოფიციალური ანკარა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა