შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ

ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 641 ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“-ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ გავაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, – უკრიანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზელენსკიმ თქმით, 100 დღის განმავლობაში უკრაინამ გააკეთა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა და რისი დაჯერებაც ბევრს არ სურდა.

„ჩვენი ბრძოლის 100 დღე. 100 დღე ერთიანობისა და ურღვევი სულისა. ამ ხნის განმავლობაში, მტერმა ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, მაგრამ ის ცდილობდა, გადაეტანა თავისი უძლურება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხალხზე. ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. მადლობა ყველას, ვისი წყალობითაც უკრაინამ გაუძლო და მეასე დღეა, აგრძელებს თავის დაცვას. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა