War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ

ნახვები: 303 სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ

 

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე განაცხადა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, როგორც პასუხისმგებლიანმა დიდმა სახელმწიფოებმა, ურთიერთობების განვითარების ახალი გზა უნდა მოძებნონ. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი.

„მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩინეთ-აშშ-ის მეგობრობის ულამაზეს ყვავილებზე, ერთად დავწეროთ ახალი თავი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყანამ უნდა გაამართლოს საკუთარი ხალხების მოლოდინი და გაითვალისწინოს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები.

„ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმოქმედონ როგორც პასუხისმგებლობის მქონე დიდმა სახელმწიფოებმა, გაამართლონ ჩვენი ხალხების მოლოდინები, ფეხი აუწყონ ჩვენი დროის ტენდენციებს და მოძებნონ დიდ სახელმწიფოთა თანაარსებობის ახალი გზა“, - აღნიშნა მან.

სი ძინპინმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებზე. მისი თქმით, ტრამპი ამერიკის კვლავ დიდებულ ქვეყნად ქცევას ისახავს მიზნად, ჩინეთი კი ეროვნული აღორძინებისკენ ისწრაფვის. ჩინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ორი ამბიციური მიზანი ერთმანეთს შეიძლება აძლიერებდეს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ვახშამზე წარმოთქმულ სადღეგრძელოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ორივეს გვესმის, რომ განსხვავებულ სისტემებს წარმოვადგენთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის კავშირები მტკიცეა და ჩვენი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სახელმწიფო ვახშამს ამერიკული ბიზნესისა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, მათ შორის Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და X-ის მფლობელი ილონ მასკი.

ვახშმამდე ტრამპმა და სი ძინპინმა დახურულ კარს მიღმა გამართეს მოლაპარაკებები. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე სი ძინპინმა აშშ-ს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა. თეთრ სახლს მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა