მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ყველაზე დიდი ლუსტრაცია არის ოპოზიციის წარმომადგენლების სიხარული, თითქოს მხოლოდ ხელისუფლებას ეხებოდეს შეტევა, ეს ხომ ქვეყანასაც ეხება-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 564 ყველაზე დიდი ლუსტრაცია არის ოპოზიციის წარმომადგენლების სიხარული, თითქოს მხოლოდ ხელისუფლებას ეხებოდეს შეტევა, ეს ხომ ქვეყანასაც ეხება-მამუკა მდინარაძე

ყველაზე დიდი ლუსტრაცია არის ოპოზიციის წარმომადგენლების სიხარული – თითქოს, მხოლოდ ხელისუფლებას ეხებოდეს შეტევა, ეს ხომ ქვეყანასაც ეხება და რატომ ვერ ხვდებიან, რომ თუ შეიძლება ლუსტრაცია ხდებოდეს ვინმესი ან რაიმესი, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოვიდეს ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ.

„მხოლოდ გეგმაზე კი არ ვსაუბრობ, რომელიც თავის დროზე ვინმეს შეთქმულებად ეჩვენებოდა, არამედ უკვე რაც ხდება და ისინი რასაც ლაპარაკობენ, მათი ლობისტები და დავალების მიმცემლები რა დებატებსაც ნიშნავენ და რა რეზოლუციასაც იღებენ, სადაც ფაქტობრივი ტყუილებია და ამ თემებზე საუბარი მიმძიმს. მაშინაც მიმძიმდა, როცა ლექსო ლაშქარავას თემა ცაში აწიეს და გამოიყენეს გარდაცვლილი ადამიანი სპეკულაციებისა და ფეიკებისთვის. ამ რეზოლუციაში საუბარია თითქოს მედიათავისუფლების შეზღუდვაზე და თითქოს რაღაც საშინელება ხდება, მაგრამ კულმინაცია არის, რომ თითქოს, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა დაზიანებების შედეგად. ეს ფეიკი წერია, ხომ წერია? თუ მიხეილ სააკაშვილი დღესაც არ არის გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ ობიექტურია, მაგრამ ფაქტობრივი ტყუილები წერია. ისეთი ფაქტობრივი უზუსტობებია, რომ თითქოს, თქვენ პარლამენტში არ ხართ. რაც არ უნდა მცდელობა იყოს ყვითელი და სხვა ფერის ბარათების ჩვენების, წარმოუდგენელია, არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოვიდეს ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. სად არის მიხეილ სააკაშვილი, ციხეშია თუ სამკურნალო დაწესებულებაში? – იქ წერია, რომ სამკურნალო დაწესებულებაშია და სად არის? ლექსო ლაშქარავა დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა? აბა, რით, ამ კითხვას ნუ სვამთ. გინდათ, მე ვთქვა? – ჩემზე უკეთ იცით და არ გეტყვით. რაღაც ეთიკას, ნორმას, მის შვილებს და ოჯახს გაუფრთხილდით. რატომ კადრულობთ იმას, მაინც და მაინც რით გარდაიცვალაო? – ამას არ ვკადრულობ და ვცდილობ, ამ თემაზე არ ვილაპარაკო. მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ეს ადამიანი დაზიანებების შედეგად არ გარდაცვლილა. მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ამის შედეგად არ გარდაცვლილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუციაში ფაქტობრივი ტყუილები წერია.

„რაც არ უნდა გაწიწმატდეთ, რეზოლუციაში ტყუილები რომ არის ჩადებული და ფეიკებია, ამაშია საქმე. ვინც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა თქვას, რეალობა ერთია და თუ ამ რეალობის საწინააღმდეგო იქნება ნებისმიერი რეზოლუცია, ამას ვიტყვით, არ შეგვეშინდება. არის დიდი სამწუხარო ინტერესი იმის, რომ საქართველო გააფრთხილონ – თქვენ რაც არ უნდა დიდი დემოკრატია გქონდეთ და მართლები იყოთ, შეიძლება, მაინც თქვენი საუარესო გადაწყვეტილებები და ასეთი რეზოლუციები იყოს. პირდაპირ გეუბნებით, ამას არ მივიღებთ. ვინც გამოდიოდა, ყველაზე ძალიან აინტერესებთ ერთი ამბავი, რომლის საპასუხოდ ვეუბნებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას რადაც არ უნდა დაუჯდეს, გააგრძელებს მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოებას და არ იქნება ომი. ვიღაც-ვიღაცეებს ეს აწუხებთ. ეს რეზოლუცია ამ დღეებში დაინიცირდა და იმიტომ დაინიცირდა, რომ დაბრკოლება შეექმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სამწუხაროდ, ამაში მონაწილეობას იღებენ ცალკეული ევროპელი ინიციატორები ამ თემის და სამარცხვინო ოპოზიცია. მათი დაინტერესებაა – ხელისუფლების ამოტრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის არსებობა. ქართველ ხალხს ისეთი „ობიექტურობა“ არ სჭირდება, სადაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატებად არიან წარმოდგენილები და მათ მიმართ სანქციების მოხსნას ითხოვენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებას. ეს არ არის ობიექტურობა, ეს არის მავნებლობა საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა