სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს

ნახვები: 689 სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს.

სერგეი გაიდაის თქმით, ვითარება სევეროდონეცკში ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც გასულ ღამეს რუსებმა ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი მეორე ხიდი დააზიანეს და ახლა მესამეს ბომბავენ.

„მასზე გავლა უკვე შეუძლებელია და სწორედ ახლა მასიურად იბომბება ბოლო, მესამე ხიდი. მიმაჩნია, რომ მათ უნდათ, რომ სევეროდონეცკს მთლიანად მოუჭრან, ან ხალხის გამოყვანის, ან იქ მაშველი ძალების მიყვანის შესაძლებლობა. დიდი ალბათობით, დღეს ან ხვალ ისინი მთელ რეზერვს გადაისვრიან ქალაქის დასაპყრობად. შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც, რათა მოხდეს ლისიჩანსკ-ბახმუტის ავტომაგისტრალის მოკვეთა და საბოლოო კონტროლი“, – განაცხადა გაიდაიმ.

გარდა ამისა, გაიდაი ასევე იტყობინება რუსების მიერ ქარხნებიდან მარცვლეულისა და აღჭურვილობის მასიური ქურდობის შესახებ. მისი თქმით, ქურდობის მასშტაბის შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ.

„რაც ასი პროცენტით ვიცით, მიმდინარეობს აღჭურვილობის გატანა. ქარხანა სვატოვოდან სატვირთოებით მარცვლეული გააქვთ. ის საკმარისად არის, კარგი მოსავალი იყო. სატვირთო მანქანებით „კამაზებით“ ახორციელებენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთში. ანუ ძარცვავენ, ძარცვავდნენ და გეგმავენ დახოცვას და კვლავ ძარცვას“, – აცხადებს გაიდაი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა