ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ალტერნატიული მთავრობის და მსგავსი საკითხების დასმა არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 515 ალტერნატიული მთავრობის და მსგავსი საკითხების დასმა არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა-მამუკა მდინარაძე

დროებითი მთავრობა თუ რაღაც, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა. ალტერნატიული მთავრობების და მსგავსი საკითხების დასმა არის ჩამოშლის მცდელობა. სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან შემდგარია ეს ქვეყანა და აქამდე რას აკეთებდა ეს ქვეყანა, ეს არის კითხვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ქვეყანაში კრიზისია.

„რა კრიზისი, უნდათ წარმოაჩინონ, რომ არის კრიზისი. 2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას და ამ ხალხსაც წარმოდგენა არ უნდა საბოლოოდ, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციური დამოკიდებულებით სახელმწიფო არ იშლება, ქართული სახელმწიფო შედგა. ისვრიან ზოგადად ფრაზებს და არც ამტკიცებენ რაიმე არგუმენტებით, არც ცდილობენ, დაამტკიცონ. სასამართლოში ოთხი ტალღა გატარდა, ისინიც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. დღეს მიგვითითებენ კონსტიტუციის კონკრეტულ ჩანაწერზე, თითქოს მათ ჩაეწერათ, ჩვენ ჩავწერეთ და მათ მხარიც კი არ დაუჭირეს. დღეს აქეთ გვამუნათებენ. ყველაზე დიდი ბოროტებაა ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლის სხვადასხვა გზებით მცდელობები გქონდეს და ამას აკეთებდე მათ შორის, ადამიანების მოტყუების გზით და ისეთი რაღაცების საფუძველზე, რაც ობიექტურობასთან ახლოს არ არის. ამ დროს, თავად ყველაზე კარგად იციან, რომ ზოგ ევროპულ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ. ეს არის ძალიან საამაყო. ევროპულმა კომისიამ რა ვერ დაინახა და რა დაინახა, ეს ახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოვიდა და თქვა, გეოგრაფია და ის, რომ უკრაინაში არის ომი. ჩვენ რომ ვსაუბრობდით, იქ რომ ომია, ამიტომ ხდება ბევრი რაღაც, ამაზე ისეთი ისეთი ნეგატიური ნიაღვარი მოდიოდა, კინაღამ შეგვაჩვენა ნახევარმა მედიამ. როდესაც მაკრონმა თქვა, მაშინ მისაღები იყო ყველასთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა