ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია, რომელიც ჩვენი ოპონენტების მეგობარია- ღარიბაშვილი

ნახვები: 531 ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია, რომელიც ჩვენი ოპონენტების მეგობარია- ღარიბაშვილი

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი დავით არახამია, რომელიც ჩვენი ოპონენტების მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპას პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს, რომ საქართველო თუ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ.

„მინდა, მთავარი ინფორმაცია ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ასე ვთქვათ, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას სანქცირებული კომპანიების ხელშეწყობით, ბრალი დაგვდეს მათმა პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის ქვეყნის მტრობა და სად არის თქვენი რეაქცია, თქვენი პარტნიორობა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის, უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა