ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული-კახა კალაძე

ნახვები: 531 შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. რაიმე საჭიროებები თუ აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა