სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

სასტიკია კანონზომიერება - რაც ყარს უნდა გადააგდო, რომ არ მოგწამლოს!

21.05.2021 ნახვები: 973

საქართველოში საოცრად პოზიტიური, მინდა ვთქვა, სასწაულებრივად პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს.
საბჭოთა პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიები ინარჩუნებდნენ, ნადგურდება.
ნადგურდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიებმა, განსაკუთრებით კი, სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფმა და მათი მიბაძვით ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმაც ვერ გაიაზრეს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პარადიგმა.
შეუძლებლია, გწამდეს, დეკლარირებდე დემოკრატიას, ისწრაფვოდე პროგრესისკენ და მართავდე საბჭოთა-ბიზანტიური სტილით. შენარჩუნებული გქონდეს მართვის საბჭოთა ვერტიკალი და პროგრესს უწოდებდე ბიურიკრატიის ზრდას და ძალაუფლების შენარჩუნების უპირობი გარანტად „ერთგულება- მორჩილება", „სახელმწოფო და საჯარო მოხელეების გაქსუება - კორუფციაში ჩართვა", „ცენტრალიზებული მართვა", „ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი, მტერია" - პრინციპით მოქმედება მიგაჩნდეს. შეუძლებელია, დანა-ჩანგლის გამოყენების უცოდინარმა მოხელემ არათუ საერთაშორისო, არამედ, ადგილობრივ დონეზე მიაღწევინოს ქვეყანას წარმატება იმიტომ, რომ თუნდაც ეს, დამიჯერეთ, არცთუ ელემენტარული ნორმა, ხელისუფლების სახის განმსაზღვრელია.
ცათამბჯენები, გზები, მოვლილი ქუჩები ვერ განაპირობებს სახელმწიფოს პროგრესს!
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებებმა, როგორც პოლიტიკური გაერთიანებების პირმშოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად თვითლიკვიდაციის რეჟიმზე გადასულიყვნენ.
ამის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ პარტიები, უფრო სწორად, პარტიების ელიტები გარდაიქმნენ კასტებად, რომლებიც თავიანთ სივრცეში იშვიათად უშვებენ ახალ წევრებს და თუ ეს ხდება, დროთა განმავლობაში „ახალი სახეები" აღმოაჩნენენ, რომ ისინი მეტწილად სტატისტები და პარტიული მარიონეტები არიან. მათი სტატისტურ-მარიონეტული მდგომარეობა შესაძლოა, წლები გაგრძელდეს - სხვადსხვა ეტაპზე ჩანდნენ ეკრანებზე, ჰქონდეთ გარკვეული სტატუსი, მდგომარეობა - მიიღონ ბონუსები, შეძლონ საკუთარი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ ბოლოს, ან ამ მდგომარეობას ათვითცნობიერბენ და ეგუებიან, ან თავად უჩნდებათ ამბიცია, ახალი პატარა კასტის - პარტიის შექმნის, რომელიც მერე იმ დიდი კასტის წევრი ხდება. ასე გრძელდება წლების განმავლობაში.
ამ ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც პოზიციონირებდა და ძლიერდებოდა, სულ ერთი კასტა იყო, სხვადასხვა სახელით და სახეებით, თორემ ერთი ინტერესით. ერთი და იგივე, საბჭოთა კასტის სხვადასხვა პირმშოები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამუხრუჭებდნენ ქვეყანას და ქმნიდნენ მახინჯ სახელმწიფოს.
ხალხი? - ხალხი კი, 30 წლის განმავლობაში, მუდამ ამ კასტის ცუდ და უარეს წევრებს შორის აკეთებდა არჩევანს - „მოქალაქეთა კავშირი" და „აღორძინება", „მოქალაქეთა კავშირი" და „ნაცები", „ნაცები" და „გრეჩიხა და მისი რაზმი", „ნაცები" და ბურჯანაძე, „ნაცები" და „ოცნება", „ოცნება" და „ნაცები"...
მესმის, ერთი მათგანიც არ აღიარებს, რომ ერთი კასტის წევრები არიან, ბევრმა ეს არც იცის. უფრო მეტიც, ბევრი იმასაც ვერ მიხვდება, რომ კასტა, ამ შემთხვევაში, იმ სისტემის წევრობა, ერთგულება და მსახურებაა, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ ანგრევდა, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სტრუქტურა.
დიახ, ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ინარჩუნებდა სწორედ საბჭოთა-ბიზანტიური მართვის სტილს. გარეგნულ-ფასადურ კოსმეტიკური რეფორმები, რასაც ხალხი აღფრთოვანებით ან ნეგატივით ხვდებოდა, მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა იყო, ესეც ინსტრუმენტი გახლდათ და გახლავთ ამ კასტის სიცოცხლისუნარიოანობის და ინტერესების შესანარჩუნებლად.
მარტივი მაგალითი: ავიღოთ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მუდმივად აგებს არჩევნებს, როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტოს, საპრეზიდენტოში მონაწილეობა კი არასოდეს მიუღია, რატომ ინარჩუნებს წლების განმავლობაში ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ან თავად პარტიის ლიდერები რატომ არ იცვლებიან? სწორედ ამ ვითარების შესაფასებლად გამოდგება მათი განცხადებები ყველა არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ ხელისუფლებები არჩევნებს ტოტალურად აყალბებენ. არა, განა არ აყალბებენ, მაგრამ თუ უფრო ღრმად შევალთ ამ პროცესში, მაშინ ახალი კითხვაც ჩნდება: ეს გაყალბებები ამ ადგილობრივი ლიდერების, მათ მიერ შერჩეული წარმომადგენლების, ამ ადგილობრივი ლიდერების ცენტრში მფარველების გარეშე ხდება? არა - მცირედი გამონაკლისის გარდა - მათი მონაწილეობით!
ერთი და იგივე სახეები საკრებულოებში, ერთი და იგივე სახეები პარლამენტში, ერთი და იგივე სახეები პოლიტიკაში, ერთი და იგივე სახეები ექსპერტებად ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად და ბოლოს, ერთი და იგივე სახეები ხელისუფლებაში არაფერს გეუბნებათ, იმის გარდა, რომ დროდან დრომდე ვიღაცას „პორტირებული ჩათლახი" ეძახოთ და გული თუ ენა მოიფხანოთ?
ხალხიც ჯიუტად აკეთებდა არჩევანს ამ სახეებს შორის, რომელსაც გარეგნულად შესაძლოა, სხვადასხვა ფორმა აქვთ, მაგრამ შინაარსით ერთია - ისინი, უმეტესობა გულუბრყვილო მარიონეტებად ქცეულთა გარდა, წურბელები არიან.
და ახლა, იცით, რა ხდება? - ადამიანები დარწმუნებული ვართ, ამაზე ფიქრისა და ზედმეტი გააზრების გარეშე, რომელიღაც, მათთვის უცნობი გრძნობით მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ არ აპირებენ წურბელების საკუთარი სისხლით გამოკვებას.
პროცესი, რომელიც ახლა მიდის, არის მინიმალური დონაცია, რაც აუცილებელიც კი გახლავთ - მხოლოდ მინიმალურად კვებონ კასტა საკუთარი სისხლით - ერთგულების დემონსტრირებით, იდეების მხარდაჭერით. რეალურად, ქვეცნობიერმა მიიღო გადაწყვეტილება - მორჩა, დასრულდა ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა და კასტა უნდა განადგურდეს და ამ პროცესის პირველ შედეგებს თვითთმართველობის არჩევნებზე, მეორეს კი საპარლამენტოზე (მორიგზე თუ ვადამდელზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს ) ვნახავთ. მერე კი პროცესი საერთოდ ახალ მდგომარეობაში გადავა.
ახალი ერა იწყება არა თუ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, ქართულ სახელმწიფოში - საოცრად პოზიტიური პროცესის მომსწრები ვხდებით, ხალხი ქართულ პოლიტიკურ და, არა მხოლოდ, ისტებლიშმენტს მალე გაანადგურებს. გაანადგურებს იმიტომ, რომ ისედაც თვითგანადგურების რეჟიმში მყოფმა კასტამ ხალხს კიდევ უფრო მეტი არ ავნოს. გაანადგურებს იმიტომ, რომ ისინი უკვე არც არიან არსებობის ღირსნი. სასტიკია კანონზომიერება - რაც ყარს უნდა გადააგდო, რომ არ მოგწამლოს!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა