ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

კელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

ნახვები: 427 კელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მადლობას უხდის „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.
შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა