Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

ღირს კი „ჩემი დედას შ-ი“ თქვენთვის სიცოცხლის დაკარგვა? ანუ არამეულ-ფინიკიურ-ქართული ოცნება

07.15.2022 | 23:46

„ღირს თუ არა წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როდესაც განწირული ხარ წაგებისთვის?“ - ეს იყო კითხვა, რომელმაც წინა კვირას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა.

იყო თუ არა ის მართლაც ეროვნულ გამოცდებში წარდგენილი, თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ეს თავად მოიფიქრეს? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ ქოცების რეპუტაციიდან გამომდინარე, არავის არანაირი ეჭვი არ გასჩენია - მათ შორის არც ხელისუფლების მომხრეებს.

ეს გასაკვირი არც არის, რადგანაც 2012 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდების დღიდან, „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაუნერგოს მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა საკუთარ თავზეც და ქვეყანაზეც - „ჩვენ ვართ პატარები, სუსტები, და უტვინოები, ჩვენ ნებისმიერი ქვეყანა დაგვჩაგრავს, ამიტომ მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ ვერავინ შეგვამჩნიოს რომ საერთოდ ვარსებობთ დედამიწაზე“.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეროვნული სისუსტის და მაჩანჩალობის იდეის პროპაგანდა გაათმაგდა - ერთი შეხედვით, ქოცები უკრაინის მხარეზე არიან, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - სინამდვილეში მათ სულით და გულით სურთ კიევის დამარცხება - პირველ რიგში, რომ ბორენკა უყურებს ზელენსკის და ხედავს მიშას, მეორე კი - რუსეთის დამარცხება ამ ომში ნიშნავს ქოცებისთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი გარემოს რღვევას, და სიახლეს, რომელშიც მათ არ იციან როგორ მოიქცნენ.

ასეა თუ ისე, „ღირს თუ არა წაგებულ ომში ჩართვა“ - სრულიად ბუნებრივი კითხვაა წვრილფეხა ვაჭრუკანების ფსიქოლოგიის მქონე ქოცებისთვის. ღარიბაშვილმა ხომ სწორედ 1921 წელს დაღუპული იუნკერების სასაფლაოზე, 25 თებერვალს, ამცნო გაოგნებულ საქართველოს, რომ ქვეყანა არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას. სანქციებთან არშეერთება ქოცებისთვის ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე იუნკერების თავგანწირვა.

ბორენკას და მისი კოოპერატივის გადასახედიდან იუნკერები არა გმირები, არამედ სულელები იყვნენ - ომს და სისხლისღვრას ხომ ყოველთვის ჯობია ვაჭრობა... რაში დასჭირდათ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა? არ ჯობდა მათთან შეთანხმება, კაი პოსტების „დათრევა“, ჩოხაზე „პაგონების“ დაწებება და ბანტიანი გიტარით ოკუპანტების გართობა?

წაგებულ ომში მხოლოდ სულელები ერთვებიან - ასეთია დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგია. სწორედ ამიტომ მათ არაფერი გამოუვათ და მათი ეპოქა საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ დაკარგული დრო იქნება. და არა იმიტომ. რომ ჩვენ არ ვომობთ. არამედ იმიტომ, რომ ეს ზოგადად მათი მიდგომაა, რომელიც ყველაფრისთვისაა დამახასიათებელი. ქოცები არიან წვრილფეხა ვაჭრუკანები, რომლებიც არასდროს მოისურვებენ დინების წინააღმდეგ ცურვას და საკუთარ თავზე მაღლა ახტომას. ეს მათთვის შორეული და უაზრო იდეალიზმია - უნდა იცოდე შენი ადგილი, და იყო წყნარად.

ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ ნაირსახეობას ასეთი თვისებები რომ ახასიათებდეს, დღესაც ყველა ერთად აფრიკაში გამოქვაბულში ვიცხოვრებდით - „რატომ გამოდიხართ გარეთ, რა გაკლიათ აქ? რა იცით გარეთ რა გელით, თქვენ რა, გინდათ ლომმა შეგჭამოთ? დაეტიეთ სადაც ხართ“ - იღაღადებდნენ პირველყოფილი ქოცები პალეოლიტის ერაში, როდესაც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა გამოქვაბულები დატოვეს და უკეთესი ცხოვრების ძიებაში მთელს დედამიწას მოედნენ.

თუმცა, ეს საკითხის ერთი მხარეა, ფილოსოფიური და პასუხი ამ კუთხით ცნობილია - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - მაშინაც კი, როდესაც ომი დაწყებამდეა წაგებული. მაგრამ ამავე დროს არსებობს პრაქტიკული კუთხე - როდესაც ეს მძიმე ჟამი მოდის და ერს უწევს კონკრეტულო არჩევანის გაკეთება - უიმედო ომი თუ მშვიდობიანი დანებება? ისტორიული სირცხვილი მაგრამ ფიზიკური გადარჩენა ერთის მხრივ, თუ ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწერა ქვეყნის განადგურების ფასად?

ათასობით წელი არსებობს ორგანიზებული კაცობრიობა, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი და მკვეთრი პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც არ არსებობს.

ისტორია სავსეა ერების მაგალითით, რომლების განწირულ ომებში ჩაებნენ და სასტიკად დამარცხდნენ - მათი მომავალი ამის შემდეგ არასახარბიელო იყო. ზოგი, მაგალითად, კართაგენი, უკვალოდ გაქრა, ზოგმა - მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიამ, სამუდამოდ დაკარგა სუბიექტობა და იმპერიის მაჩანჩალა რეგიონად იქცა.

თუმცა, არც უბრძოლველად დანებება იძლევა რაიმე გარანტიებს - იესო ლაპარაკობდა არამეულ ენაზე, ხოლო არამეელებ ერთ დროს თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველა მაღალგანვითარებულ ერად ითვლებოდნენ, დღეს კი მათი კვალი გაქრა. მათ ქვეყანას დღეს „სირია“ ეწოდება და იქ მცხოვრები ხალხი უკვე არაბეთ არიან - ასე დასრულდა არაბების მიერ არამეელების ასიმილაციას საუკუნოვანი პროცესი - არამეელებმა გადაწყვიტეს, რომ წაგებულ ომში ჩართვა სისულელეა.

ალბათ მათ იმ დროს იქაური ქოცები ხელმძღვანელობდნენ.

ან კიდევ ერთი მაგალითი - დიადი მეზღვაურების ერი, ფინიკიილეები, რომლებიც დღეს ლიბანში ცხოვრობენ, ისევ და ისევ, როგორც არაბები - ესეც იმდროინდელი ქოცების დამსახურებით.

თუმცა, არის საპირისპირო მაგალითებიც - ჩეხეთი და ჰოლანდია, რომლებსაც არავისთან არასდროს უომიათ, ყველა მტერს უბრძოლველად ბარდებოდნენ და ეს მათთვის საბოლოო ჯამში ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა.

არ არსებობს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი - რა გასაკვირია, რომ პასუხი არც ქართველებმა იციან?

ჩვენ კონტექსტში კითხვა მარტივია - თუ რუსეთი თავს დაგვესხა - ვიომოთ თუ არა? ცხადია, ღიად „არა“-ს არავინ იტყვის, თუმცა, რა მოხდება თუ ეს საკითხი რეალურად დადგება - არავინ იცის.

ვაღიაროთ - საქართველო არაა უკრაინა, რომლის ტერიტორიაც 600 000 კვ.კმ.-ს შეადგენს - მას მართლაც არ გააჩნია რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების თეორიული შანსიც კი. და ეს - მხოლოდ დემოგრაფიაზე თუ ვისაუბრებთ, ადამიანთა რაოდენობაზე - თუ გავამახვილეთ ყურადღება ხარისხზე - აქ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა - უიდეო, ორღობე, ქურდულ-კაიბიჭური უმრავლესობა არც იმ შემთხვევაში იომებს, თუ საქართველოს არა 145 მლნ-ნიანი რუსეთი, არამედ, მაგალითად, 600 000-ანი მალტა დაუპირისპირდება.

საკუთარი დედის მგინებელი ქვეყანა ვერანაირ ომს ვერასდროს ვერ მოიგებს და ამ შემთხვევაში შეგნებული, ჭკვიანი და მოაზროვნე ახალგაზრდების თავგანწირვა - სრულიად ზედმეტი და დაუფასებელი იქნება.

ღირს კი „ჩემი დედას შ-ი“ თქვენთვის სიცოცხლის დაკარგვა? კითხვა ამ პასუხზე ყველა მოქალაქემ თავისი ნებით და გააზრებულად უნდა გასცეს.

ამიტომაც. საკამათოა რამდენად ღირს ამ საკითხის ეროვნული გამოცდის დონეზე გატანა, თუმცა, თავისთავად ის ძალიან აქტუალურია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია