ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ნახვები: 544 ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია. ომი არ წყდება, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია, 22%, 23%, 24% არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელოდება ყველა ევროპული სახელმწიფო. ახლა გაერო-ს ფარგლებში, მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მთავრობების საზრუნავი. რატომ, რადგან რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს, რადგან ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესმა თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, მთავრობამ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, სტაბილურობა, ნაკლები ემოციები და ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა