ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ანა გოგიშვილის ინვესტორების რეკეტით აყვავებული ყვავილების ბიზნესი

07.07.2021 ნახვები: 990

.....

უპრეცედენტო საქმე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ანა გოგიშვილის შვილი იმ კომპანიას უჩივის, რომელთანაც არც სიტყვიერი შეთანხმება აქვს და არც - ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, ლაპარაკია შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით"-ზე, რომელიც საქართველოში უცხოელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული საწარმოა და რომლის საქმიანობის საგანს ადგილობრივი და საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები წარმოადგენს.

ცნობისთვის: რომ კომპანია საქმიანობას საკუთრებაში არსებული და ლიზინგით შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებს.

კომპანიის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით"-ს თურქეთის ერთ-ერთი სატრანსპორტო სააგენტო დაუკავშირდადა ჰოლანდიიდან საქართველოში ტვირთის გადაზიდვის სასყიდლიანი მომსახურების გაწევა შესთავაზა. კერძოდ, ლაპარაკი იყო ჰოლანდიური კომპანიის დაკვეთით, საქართველოში რეგისტრირებული შპს „კატლეიას" კუთვნილი ტვირთის - ყვავილების საქართველოში სატრანსპორტო საშუალებით ჩამოტანაზე.

ჰოლანიურმა კომპანიამ, როგორც ირკვევა, შეარჩია სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სხვადასხვა სახეობის მცენარით დატვირთა და ავტომანქანა დალუქა, თუმცა ჰოლანდიური კომპანიის, ესე იგი, გამყიდველის ბრალეულობით (არასათანადო შეფუთვა), საქართველოში ტვირთი (სხვადასხვა სახეობის მცენარე), საქართველოში გაფუჭებული (გაყინული/გამხმარი) ჩამოვიდა.

2021 წლის მაისში, აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით"-ს შეტყობინებას უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, სარჩელი აღძრული. სარჩელის ფასი 394908 ლარს შეადგენს და ეს მაშინ, როცა ტვირთის ინვოსით ღირებულება 24000 ლარია.

„ჯერ დავის განხილვა არ არის დაწყებული, მაგრამ მიღებული სამი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაყადაღებულია და დალუქულია კომპანიის სარგებლობაში არსებული ა/სატრანსპორტო საშუალებები, სრულიად პარალიზებულია საქმიანობა, პარალიზებულია სალარო და საბანკო ანგარიშები, ყადაღაა გავრცელებული ყველა სახის მოთხოვნასა თუ უფლებებზე," - აცხადებენ შპს „ბერქაი ენდ ბეიაზით"-ში.

ნიშანდობლივია, რომ შპს „კატლეია"-ს 100% წილის მესაკუთრე და დირქტორი ნიკოლოზ გოგიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ანა გოგიშვილის შვილია. თავად. შპს „კატლეია" კი მოსამართლე ანა გოგიშვილის კუთვნილ მისამართზეა რეგისტრირებული. ამასთან, შპს „კატლეიას" ფაქტიური მესაკუთრე და მმართველი თავად მოსამართლე ანა გოგიშვილია. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელისა და შესაბამისი შუამდგომლობების ავტორიც სწორედ მოსამართლე ანა გოგიშვილია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა