War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ

ნახვები: 727 შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში, რაც ვნახეთ და საჯაროდ გაგვაცნო თავად პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იურისტთა ჯგუფს, რომელიც ამ სიაზე იმუშავებს, მიაწოდებს ყველანაირ მტკიცებულებას და თავადაც ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ ჯგუფს არანაირი შეხება არ ექნება პარტიასთან და იქნებიან ის ადვოკატები, ვინც სააკაშვილის საქმეში იღებს მონაწილეობას.

"მთხოვეს იურისტების ჯგუფთან შეხვედრა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები გადავცე და ჩავერთო ამ ჯგუფის მუშაობაში. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიებზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე, რასაც ეს ჯგუფი მოითხოვს, ჩვენ მტკიცებულებებს მივაწოდებთ.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს, თავად გაგვაცნო საჯაროდ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა. მე ვიცი სააკაშვილის პოზიცია, თუმცა, ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება გვარების გაჟღერების (ვინც სიაში მოხვდება),"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს მიმართა- მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

ბროუდერი სააკაშვილს მაგნიტსკის სიაზე პასუხობს

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა