General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives
ჯო ბაიდენი- მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან

მომაკვდინებელი მოვლენის რაობა ანუ რა არის კოლაბორაციონიზმი...

01.18.2023 | 14:37 ნახვები: 1186

აქ განხილულია მოვლენები და პროცესები, რაც ადამიანში აღძრავს მტერთან გარიგების და თანამშრომლობის სურვილს. ასევე, გთავაზობთ კოლაბორაციონიზმის რამდენიმე სახეობის ანალიზს.

პირველ რიგში, განვსაზღვროთ კოლაბორაციონიზმის ცნება, განვიხილოთ მისი ძირითადი ფაზები და მოქმედების პრინციპი, გამოვყოთ მისი მიმდინარეობის რამდენიმე ძირითადი ფორმა. ოღონდ, ეს უნდა გაკეთდეს ისტორიული ეპოქის, ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ასევე გასათვალისწინებელია სიტუაციის მორალური იერი, რაც წინ უძღვის კოლაბორაციონიზმის აქტს.
კოლაბორაციონიზმი, როგორც წესი, ვითარდება ადამიანის ცხოვრების გარკვეულ სფეროებსა და მიმართულებებში. ესენია სამხედრო, ადმინისტრაციული, სამეურნეო, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული.
დავიწყოთ სამხედრო კოლაბორაციონიზმით, რადგან ეს ნაირსახეობა უფრო ხშირად გვხვდება. ამ ტერმინის თანამედროვე გაგება უკავშირდება საფრანგეთის პატარა ქალაქ ვიშის, რომლის ხელმძღვანელობა მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომლობდა ოკუპანტ გერმანელებთან. თუმცა, ამ ისტორიას ნუღარ ჩავუღრმავდებით. თავისთავად, კოლაბორაცია როგორც მოვლენა ძალიან საინტერესოა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ კოლაბორანტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფენის, ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანი მრავალნაირ სიტუაციაში. კოლაბორაციონიზმი მრავალწახნაგოვანია, ამიტომ მისი ყოველი მხარის განსაზღვრა შეუძლებელია. კოლაბორაციონიზმის თითოეული ცალკეული შემთხვევა - ეს არის რომელიღაც ადამიანის ცხოვრების ნაწილი, მისი ზნეობრივი არჩევანი.
სამხედრო კოლაბორაციონიზმს ადგილი აქვს ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან ომში. აქ ლაპარაკი არ არის რომელიმე ლოკალურ სამხედრო შეტაკებაზე, რადგან ისინი ხანმოკლეა და კოლაბორაციონიზმი ვერ ასწრებს აღმოცენდეს მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ახლა ვცადოთ გავერკვეთ, რა უბიძგებს ადამიანს მტრის მხარეზე გადასვლისკენ? დიდი ალბათობით - შიში. ადამიანი სხვანაირად იწყებს სიცოცხლეზე ფიქრს, მის მოფრთხილებას, როცა საბრძოლო მოქმედებებში ხვდება. ის აცნობიერებს, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება შეწყდეს მისი სიცოცხლე და, როგორც ჩანს, ეს ფიქრი კარნახობს მას დააგდოს იარაღი და ტყვედ ჩაბარდეს. თუმცა, ადამიანი დარწმუნებული არ არის, რომ მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ, მაინც დგამს ამ ნაბიჯს, რათა არ მოკვდეს ბრძოლის ველზე.
ერთია როცა ცალკეული ადამიანი გადადის მტრის მხარეზე და სულ სხვაა, როცა ამას დიდი ჯგუფი სჩადის - ოცეული, ბატალიონი და ა.შ. რით არის ეს განპირობებული? სავარაუდოა, რომ ასეთი ტიპის მასობრივი ქმედებები განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 1) სირთულეები ბრძოლაში, რაც გამოწვეულია ჯარისკაცების სუსტი მორალური და ფიზიკური მომზადებით; 2) ჯარის ცუდი აღჭურვა (ეკიპირება არ შეესაბამება სამხედრო კონფლიქტის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს, ცუდი კვება ან მისი არარსებობა, საბრძოლო მასალების ნაკლებობა); 3) ცუდი მეთაურობა, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი და დათესა პანიკა ჯარისკაცებს შორის;

აი, ძირითადად ეს მიზეზები განაწყობს ჯარისკაცებს დეზერტირობისთვის, მტრის მხარეზე გადასვლისთვის.
კოლაბორაციონიზმის შემდეგი სახეობაა სამეურნეო, ანუ ყოფითი კოლაბორაციონიზმი. ასეთი კოლაბორაციონიზმი ხორციელდება არა ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებში, სადაც ადამიანები ოკუპანტს ნებაყოფლობით აძლევენ ჭერს და უზრუნველყოფენ საცხოვრებელი პირობებით.

რატომ ხდება ასე? შევეცადოთ გავერკვეთ.

თუ ოკუპანტს წინააღმდეგობის გარეშე შემოუშვებ, არც ის დაიწყებს მოსახლეობის ხოცვას, რადგან მისი ამოცანა დაპყრობილი ქვეყნის სხვადასხვანაირი ექსპლუატაცია და ხმარებაა, და არა მოსახლეობის თვითმიზნური ჟლეტა. აქ უკვე მყარდება ერთგვარი ილუზორული სიმბიოზი ოკუპანტსა და კოლაბორანტს შორის - კოლაბორანტი ხედავს გარკვეულ სიკეთეებს ოკუპანტთან თანამშრომლობაში ( მინიმუმ, არ კლავენ და შეიძლება რაიმე ხეირსაც კი გამოკრას ხელი!).

გასაგებია, რომ კოლაბორანტის მხრიდან ეს სტუმარმასპინძლობა მთლად გულწრფელი არ არის, მაგრამ რა ქნას „უბედურმა“ - მისი დამცველი და პატრონი არავინაა და თავს ხომ არ შეაკლავს მტერს?! (მისი დამცველი და პატრონი რატომ არავინ არ რის და ვინ უნდა იყოს - ეს ცალკე სერიოზული ლაპარაკია და აქ აღარ შევეხები). ანუ, ეს გარეგნულად მშვიდი და არხეინი ცხოვრება სინამდვილეში ტრაგიკულია, ხოლო რამდენად ღრმაა ამ ტრაგიზმის ფესვები დაპყრობილი ქვეყნის სხეულში - ესეც ასევე კსხვა თემაა!
სანამ კოლაბორაციონიზმის შემდეგი სახეობის განხილვაზე გადავიდოდეთ, ერთიც უნდა დავამატოთ - რაც უფრო მეტია ქვეყანაში ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი, მით მეტია კოლაბორაციონიზმის შანსიც და შემთხვევებიც! ანუ, წარუმატებელ, უპერსპექტივო ქვეყანაში მოსახლეობა უფრო ადვილად მიდის კოლაბორაციაზე მტერთან, რითაც კიდევ უფრო ამცირებს თავისი ქვეყნის ისედაც ბეჩავ მდგომარეობას. ანუ, ერთგვარი მანკიერი წრე გამოდის - თითოეული არის მეორის მიზეზიც და შედეგიც! რაც უფრო მეტია ამა თუ იმ მიზეზით პოტენციური კოლაბორაციონისტი ქვეყანაში, მით უფრო მოუმზადებელია ის ქვეყანა თავდაცვისთვის და მეორე მხრივ - რაც უფრო მოუმზადებელია ქვეყანა თავდაცვისთვის, მით მეტი კოლაბორაციონისტი აღმოაჩნდება მას მტერთან კონფლიქტის შემთხვევაში!

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - რაც უფრო მოუმზადებელი და დაუცველია ქვეყანა, მით მეტია შანსი აგრესორი თავს დაესხას მას. შესაბამისად, ქვეყანა მუდმივად უნდა ემზადოს თავდაცვისთვის, მაგრამ აქ უკვე ბუნებრივად გადავდივართ კოლაბორაციის სხვა ფორმის - პოლიტიკური კოლაბორაციონიზმის განხილვაზე.
პოლიტიკურ კოლაბორაციონიზმს შეიძლება სახელმწიფო-პოლიტიკური კოლაბორაციონიზმიც ვუწოდოთ. პოლიტიკური კოლაბორაციონიზმი ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით. ასეთი მაგალითები არაერთი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. არსებობდნენ კოლაბორაციონისტები, რომლებიც აცხადებდნენ, მტერთან თანამშრომლობის გზით შეიძლებოდა გადაერჩინათ თავისი ხალხი და საზოგადოება! ამათი მაგალითებია დანია, ჩეხეთის და მორავიას პროტექტორატი, ასევე ვიშის ფრანგული სახელმწიფო.
მიიჩნევა, რომ პოლიტიკურ კოლაბორაციონიზმს „შობენ“ მმართველი პოლიტიკური პარტიები და კოლაბორაციონისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პოლიტიკური კოლაბორაციონიზმი კოლაბორაციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მასშტაბური სახეობაა. იგი ზიანს აყენებს და ცუდ რეპუტაციას უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მთელ სახელმწიფოს, მის ხალხს. ამით შეიძლება დაზარალდეს ოკუპანტისთვის გადაბარებული ეკონომიკის ნებისმიერი სფერო, კატასტროფულად დაეცეს მოსახლეობის ცხოვრების დონე.და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მიუხედავად გარიგებისა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, მიუხედავად მასთან ფორმალური „მეგობრობისა“, ოკუპირებული ქვეყანა კარგავს უკიდურესად ბევრს.

ოკუპანტი ქვეყანა და საოკუპაციო მთავრობა სიცოცხლის უნარს ართმევს მოქალაქეებს, მთლიანად პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას. შედეგად ხდება სახელმწიფოს სრული ჩამოშლა, რადგან დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკას ოკუპანტის ჩარევის გამო აღარ შეუძლია სიცოცხლის და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება.

კოლაბორაციონიზმი ჟანგივით ედება აქამდე პატიოსანი ადამიანის სახელს, რომელიც ჩართულია ამ ბინძურ საქმიანობაში, სახელს უტეხს ორგანიზაციებს და მთლიანად სახელმწიფოს, რომელიც თანამშრომლობს ოკუპანტთან, ეხმარება მას.

ახლა ვცადოთ გავარკვიოთ, როგორ ვლინდება კოლაბორაციონიზმი კულტურის სფეროში. ეს, ჩემი აზრით, არის მოღალატეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და შედეგიანი ნაირსახეობა. ის პირდაპირ კავშირშია მასმედიასთან და კულტურასთან, რის საშუალებითაც ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს, ითვისებს მორალის ნორმებს და პრინციპებს, აყალიბებს საკუთარ მსოფლმხედველობას. აქაც, ისევე როგორც ორგან ზემოთ ვთქვი, ბევრია სალაპარაკო და განსასჯელი, ამიტომ ამაზე როგორმე ცალკე და სხვა დროს...
თითქმის ჩამოვთვალეთ კოლაბორაციონიზმის ყველა სახეობა, მაგრამ დაგვრჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - ეკონომიკური კოლაბორაციონიზმი. მისი არსი ის არის, რომ ოკუპანტმა უნდა გამოიყენოს ოკუპირებული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ანუ, ოკუპანტმა უნდა შემოაღწიოს დაპყრობილი ქვეყნის ეკონომიკაში წარმოების სხვადასხვა სფეროების დონეზე (ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული კომპანიები ...) . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, ეკონომიკური კოლაბორაციონიზმი იწყება სამხედრო ან სხვა ფორმის აგრესიის დაწყებამდე და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკურ ექსპლუატაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპანტი მხარე ბოლომდე წურავს რესურსებს ეკონომიკური დარგიდან და არ ფიქრობს მის გადარჩენა-განვითარებაზე. ამით ის საბოლოოდ კლავს ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას.
.......
აქ გავჩერდები. ჩემი მიზანი იყო, ცოტათი გავრკვეულიყავით კოლაბორაციონიზმის, როგორც ამ მომაკვდინებელი მოვლენის რაობაში, ფორმებსა და მოქმედების თავისებურებებში. შეგნებულად არ მომიყვანია არცერთი ქვეყნის მაგალითი, მაგრამ თუ ზოგიერთმა მოსაზრებამ ჩვენი ქვეყანა გაგახსენათ, მით უარესი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
ყოველ შემთხვევაში, რაღაც მატრიცა უკვე გაქვს და ამით ეგებ უფრო იოლად ამოვიცნოთ, რამე ხომ არ გვემუქრება ისეთი, რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი...

ავტორი: ლევან შენგელია

18.01.2023

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა