შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული

19.01.2023 ნახვები: 614

დღევანდელი გადაწყვეტილებით მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული, - ასე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქმეზე, - „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე გამოძიებას ხელახლა უნდა დაუბრუნდეს.

„ჩემთვის მთავარი რაც არის - აღმოაჩინეს ძალიან ბევრი უხეში დარღვევა, არაეფექტური გამოძიება, რაც პირდაპირ ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. იქ არის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აღვნიშნოთ. რაც დავინახე და რასაც ვხედავ, საქმე ხელმეორედ უნდა დაუბრუნდეს გამოძიებას, ეს მინისტრთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და საბოლოოდ პასუხები უნდა მივიღოთ. საქმე გასაჩივრდება ხელმეორედ.

ოჯახს არ ჰქონდა წვდომა არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, არ ჰქონდა გასაჩივრების ძალა, არ ჰქონდა მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იმავე სტრუქტურამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეში გამართლებული ვარ და საქმე გამოძიებას ხელახლა დაუბრუნდება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე, „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა