გია ჯაფარიძე - საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას აპირებენ, ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა
გოჩა მირცხულავა: ვერცერთი ქართველი ბიზნესმენი აფხაზეთში ბენზინის შეტანის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა
კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ
სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება

ლევან ხაბეიშვილი - თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით

ნახვები: 710 ლევან ხაბეიშვილი - თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით

ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები. არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ, არ ვაპირებ, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რაღაც კანონს ვერ დავარღვევთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მათი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური“.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა ბარიკადს გადალახავს და არ აპირებს, მათ შორის, ფიზიკურად რამეზე უკან დაიხიოს.

„ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება, და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ რაღაცა კანონს ვერ დავარღვევთ.

ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებული არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს. როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენ შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, – „შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?“ – ხაბეიშვილი პასუხობს: „თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, რადგან საუბარია მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ. ასევე, თუ გვინდა, ევროკავშირში შევიდეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რუტინული არჩევნებით ისინი ყოველთვის დაგვამარცხებენ. ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ რუტინულ არჩევნებში მოუგებს ოპოზიციას. ქვეყანაში საჭიროა პოზიტიური ცვლილებები, რევოლუციურად სწრაფად. მათ შორის რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რათა ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა