Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თეა წულუკიანი: ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად

ნახვები: 762 თეა წულუკიანი: ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად

ლევან ხაბეიშვილის განცხადება ალბათ გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, უპასუხისმგებლოა.

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ ნებისმიერი სხვა პარტიისთვის პირველ რიგში სერიოზული ლიდერია საჭირო. ამიტომ, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა