პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

პაატა მანჯგალაძე - თუ “ქართული ოცნების” დამსახურებით ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავდგეთ მანამ, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ იქნება

ნახვები: 570 პაატა მანჯგალაძე - თუ “ქართული ოცნების” დამსახურებით ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავდგეთ მანამ, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ იქნება

არ ვერიდები, არ მეშინია, პირდაპირ გეუბნებით თუ “ქართული ოცნების” დამსახურებით ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა დავდგეთ მანამდე, ვიდრე არ იქნება ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს.

„ვადამდელი არჩევნები უნდა ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ, დღესაც უნდა იყოს, ხვალაც უნდა იყოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და დიდი ხანი არ გაგრძელდეს მათ მიერ ქვეყნის ნგრევა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მარტივად უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი კი არ აქვს და ის ევროკავშირში წევრობისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით, მარტივად ავუხსენით ადამიანებს თუ რა საფრთხეებს შეიცავდა საქართველოსთვის და ევროპული კურსისთვის რუსული კანონის მიღება, ასევე მარტივად უნდა ავუხსნათ, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი კი არა აქვს, მნიშვნელოვანია ევროკავშირში წევრობისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობა არ არსებობს კანდიდატის სტატუსის გარეშე და კანდიდატის სტატუსი არ არსებობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გარეშე. ამიტომ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, თუ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ და ვკარგავთ შანსს. ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი შანსია, იმდენად დიდი შესაძლებლობა, იმდენად ისტორიული ამოცანაა საქართველოსთვის, ამის დაკარგვისთვის უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის თქმითვე, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, თუ ნახავს მექანიზმს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოაშორებს.

გარდა ამისა, მანჯგალაძე 9 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.

 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, უერთდება თუ არა აღნიშნულ აქციას - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოზე ამ თემაზე არ უმსჯელიათ.

მანვე დასძინა, რომ არ დაკომპლექსდება და ვინც არ უნდა „დაასახელოს და გამოაცხადოს“ 9 აპრილს აქცია, სიამოვნებით მივა ამ დღეს დანიშნულ ნებისმიერ ღონისძიებაზე.

„რომ ვთქვა, რომ ვიმსჯელეთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოზე და პოზიცია ჩამოვაყალიბეთ, ნამდვილად არ არის ასე. მაგრამ, მე როგორც მოქალაქე, გავდიოდი 9 აპრილს ორჯერ, ერთი ღამით, დარბევის საათზე, შემდეგ დღის განმავლობაში, ამიტომ მე აუცილებლად გავალ ისედაც. ეს არის ეროვნული დღე. 9 აპრილი იყო ისტორიულად გარდამტეხი დღე, როდესაც ქართველებმა თქვეს, რომ არ აპირებენ მონობას და მათთვის მთავარი ღირებულება არის თავისუფლება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმითვე, ხელისუფლების ინტერესია, რომ ოპოზიციამ საერთო ენა ვერ იპოვოს, დააკომპლექსოს და პარტიებად დაყოს.

„არ შევუშინდეთ. 9 აპრილი საქართველოს თავისუფლება, საქართველოსთვის თავდადება არის ბევრად დიდი იდეა, ვიდრე რომელიმე პარტიის მიერ 9 აპრილის გამოცხადება. ვერავინ მიისაკუთრებს 9 აპრილს, ხელისუფლების პროპაგანდა რაც არ უნდა შეეცადოს. პირადად სიამოვნებით მივალ აქციაზე. ასევე, პირდაპირ გეტყვით, „ქართული ოცნებაც“ თუ დაგეგმავს რამე ღონისძიებას 9 აპრილს, იმ ღონისძიებაზეც სიამოვნებით მივალ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება ამ პროცესში, მანჯგალაძის თქმით, სიტყვა „გაერთიანება“ადამიანებს ძაბავს.

„მოდი, გაერთიანება არ ვახსენოთ. კოორდინაცია ვახსენოთ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ორ საკითხზე ვთანხმდებით მხოლოდ - ერთი არის საქართველოს თავისუფლების საკითხი, მეორე - საქართველო რომ იყოს ევროკავშირის წევრი. ამ ორ საკითხზე აუცილებელია კოორდინაცია, დანარჩენ საკითხებზე ოპოზიციას შეუძლია თავის პოზიცია ჰქონდეს“, - დასძინა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა