ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

რუსთაველის თეატრში ზაურ ბოლქვაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ნახვები: 1234 რუსთაველის თეატრში ზაურ ბოლქვაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის თეატრში ზაურ ბოლქვაძის  იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ქართველ პოეტს, იუმორისტს, ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორს 90 წელი შეუსრულდებოდა.

საღამოში მონაწილეობა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა მიიღეს. 

მაყურებლის წინ, პოეტის შვილი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე წარსდგა. პიანისტმა, ნანა ფაჩუაშვილისა და მურმან ჯინორიას გამოსვლების პარალელურად, როიალთან რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. 

საღამოზე ზაურ ბოლქვაძის მიერ შემქნილი ლექსების სასიმღერო ვერსიებიც გაჟღერდა. 

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისი მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

იუბილეს ზაურ ბოლქვაძის ახლობლები, მეგობრები,  თეატრალური საზოგადოების წარმოამდგენლები, პოეტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
 
 
 
 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა