Ukrainian aviation strikes Russian troop hub in Huliaipole
Russian plans to reach Kramatorsk and Sloviansk by winter completely foiled – military
Mother of fallen U.S. volunteer hopes to publish in Ukraine children’s book inspired by her son
Zelensky: Russia preparing for another massive attack on Ukraine
Kushner blames Ukraine for stalling peace talks over ‘attack on Putin’s house’ in 2025
Trump and Rutte urge Putin not to expand war in Ukraine
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
ევროპარლამენტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოითხოვს – რეზოლუციაში სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც შევიდა ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

მთავრობის ადმინისტრაცია - წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“, დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით

ნახვები: 593 მთავრობის ადმინისტრაცია - წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“, დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით

წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე განმარტებით, 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება.

„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და, შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეორგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – აცხადებენ მთავრობის

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა