ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

"შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...“ - როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს

ნახვები: 742 "შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...“ - როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს

""უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები! მახსოვს, მეც „ქართული დისციპლინით“ ჩავედი თავიდან ევროპის თეატრებში… რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა, ისე ვმღეროდი, როგორც მე მინდოდა, სცენაზე ისე ვიცვამდი, დირიჟორის მოთხოვნებს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდი და… მათი უკომპრომისო სიმკაცრით (მახსოვს დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს მხოლოდ 5 წუთი რეპეტიციაზე რომ დავაგვიანე) და 2-3 თვეში უკვე, მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი!!!

რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე მაგრები და ამტანები… სწორედ მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო! ასე რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე… დიდი საქმეები სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. რომ ხართ აღფრთოვანებული დიდი სპორტსმენების და ხელოვანების მიღწევების ყურებით… იქ ისიც იცოდეთ, რომ ყოველ მათგანს ოდესღაც მისი „ნინო სუხიშვილი“ ჰყავდა ზედამხედველად!!“– წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ გაავრცელა კულისებში, რეპეტიციაზე გადაღებული კადრები, რომელშიც ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა