პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ODIHR-ის წინასწარი დასკვნა დაბალანსებულია, მათ არ იციან "ძველი ბიჭი" და "რვეულებიანი ციცო დეიდა" რას ნიშნავს

03.11.2021 ნახვები: 1070

ყურადღებით წავიკითხე ODIHR-ის წინასწარი დასკვნა "აქ" ჩატარებული არჩევნების შესახებ.

ამ დასკვნას ეყრდნობა ყველა ჩვენი პარტნიორი თავ-თავის განცხადებაში: EU, USA და ასე შემდეგ......
როგორც ყოველთვის უმაღლესი კლასის სპეციალისტთა დაწერილი დასკვნაა...თავისი საქმის ბრწყინვალე პროფესიონალებისა....დაწვრილებით, ღრმად, გამოწვლილვით.....
აი დასკვნები კი რბილია. აშკარად ბევრად იმაზე რბილი, რასაც ოპოზიცია მოელოდა იმის გათვალისწინებით, რა ჩხუბი და აყალმაყალიც იყო საარჩევნო უბნებთან.....
და მიუხედავად ამისა, მაინც, მაინც, მაინც......დასკვნა რბილია ანუ ე.წ. "დაბალანსებული".
არ არის დოკუმენტში ის "წითელი ძახილის ნიშნები" რაც არის მუდამ რუსეთის, ბელორუსის, სხვა ავტორიტარულ/ავტოკრატიული რეჟიმების ჩატარებული არჩევნების შეფასებისას.
არა მხოლოდ რუსეთ/ბელორუსში. ასევე, მაგალითად ყაზახეთში, აზერბაიჯანში.....იქ ხშირია შეფასება Unfair (უსამართლო, არაკეთილსინდისიერი, Нечестный). ჩვენს შემთხვევაში ეს შეფასება არ არის.
რატომ?
თანაც უკვე მერამდენედ.
მაშ რატომ?
ჩემი აზრით, ამას აქვს ერთი მთავარი, ფუნდამენტური მიზეზი: როდესაც ODIHR-ის გამოცდილი ექსპერტი აანალიზებს არჩევნებს, ის მუდამ სვამს უპირველეს კითხვას:
არის თუ არა ქვეყანაში დამოუკიდებელი/კრიტიკული მედია? აქვს თუ არა მას საშუალება, გააშუქოს არჩევნები ისე, როგორც სურს? შეუძლია თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს პირში მიკროფონი ჩათხაროს პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, ეკამათოს, გააშავოს, გააქციოს, მიეწიოს, ეჯაჯგუროს, " სამარცხვინო" ეძახოს და ბოლოს ლამის პანღურიც ამოჰკრას როცა თავს უშველის და გაიქცევა?.........
შეუძლია თუ არა ოპოზიციურ ლიდერშიპს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც, გამოვიდნენ პირდაპირ ეთერში, ან თოლქ-შოუებში და პირდაპირ "დედა აგინონ" ხელისუფლებას ზოგადადაც და პერსონალურადაც?
კი, აქვთ.
თანაც არა ერთ, არამედ სამ უძლიერეს არხზე.
ვერ უარვყოფთ ხომ?
ნამდვილად აქვთ.
ჰოდა თუ აქვთ, მორჩა!
ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა ასეთ შემთხვევაში ექსპერტმა გამოიყენოს ტერმინი Unfair.
რა ჩხუბებიც არ უნდა "აიწიოს" საარჩევნო უბნებთან, რა თავპირისმტვრევაც არ უნდა იყოს, რამდენი "ძველი ბიჭიც" არ უნდა დაფიქსირდეს...... ეს ერთი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადასწონის აბსოლუტურად ყველაფერს.
უფრო მეტიც, სკანდალური სიუჟეტები პირდაპირ ეთერში მხოლოდ აძლიერებენ ამგვარ დასკვნას: თუ ქვეყანაში არსებობს თავისუფალი მედია არჩევნების დღეს და საარჩევნო პერიოდში, სხვა ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია.
და რამდენიც არ უნდა უხსენოთ "რუსეთი", "ბელორუსი", აზერბაიჯანი", ყაზახეთი"......ვერ დაარწმუნებთ, ვერა........
მისთვის განმსაზღვრელია, რომ იქ ჟურნალისტებს არა აქვთ საშუალება პირში მიკროფონი ჩათხარონ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მოაწყონ თოლქ-შოუები პირდაპირ ეთერში ხელისუფლების "დედის პირის გინებით" და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოდა, აი ზუსტადაც ამიტომ, "ოცნების" ლიდერებს ჰყოფნით ჭკუა, ხელი არ ახლონ ბოკერია/რამიშვილის კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ".
ეს კანონი მართლა უპრეცედენტოა ევროპის მასშტაბით. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: ასეთი ლიბერალური კანონი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის.
კი იყო ბუზღუნი ხსენებულ "ლიდერშიპში": "შევიტანოთ შესწორებები, დავამატოთ, შევცვალოთ, დავარეგულიროთ.......მაგალითად ავკრძალოთ პირის გადაღება მისი თანხმობის გარეშე,როგორც პერსონალურ სივრცეში შეჭრა. ეს ნორმა ხომ ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებსო?" და ა.შ და ა.შ.
ჰო, ნამდვილად იყო ამგვარი ბუზღუნი "ოცნებაში", მაგრამ არმოჩნდნენ იქ ჭკვიანი და "რთულად მოაზროვნე" პერსონები (მაგალითად ვოლსკი), რომლებმაც სხვა "ქოცებს" უთხრეს:
""ნუ ავყვებით ემოციებს. ქართული სკანდალისტური მედია ვერავითარ (ვ ე რ ა ვ ი თ ა რ!) გავლენას ვერ ახდენს არჩევნების რეალურ შედეგზე. იმიტომ, რომ სკანდალით მაყურებელს იზიდავს(!), თუმცა ვერ არწმუნებს(!), არის საინტერესო(!), თუმცა ვერ არის დამაჯერებელი(!). მით უმეტეს, "ოცნების" ამომრჩეველს და ვერც "შაუშისტებს" მედია აზრს ვერ შეაცვლევინებს, რაკი...... "სკანდალიზმის" ინსტრუმენტი, მეტისმეტად ხშირი გამოყენებით, ი ც ვ ი თ ე ბ ა! ესე იგი რეალური ზემოქმედების უნარს ჰკარგავს. მაგრამ როგორც კი ჩვენ ხელს ვახლებთ კანონს....... როგორც კი შევეცდებით მასში ცვლილებებს, რაიმე რეგულაციებს, დამატებებს და ა.შ - ODIHR-ის დამკვირვებელი უკვე დაეჭვდება, უკვე სხვანაირად შეხედავს სიტუაციას, უკვე გაუჩნდება ანალოგიები სხვა ქვეყნებთან და....ამიტომაც, რა გაეწყობა, იყონ ეს ცუგრუმელა, ლამაზი და თავხედი გოგონები......ირბინონ, იკივლონ, იწივლონ, იჩხუბონ, გვლანძღონ, გვაგინონ, ჩაგვჩარონ მიკროფონი, გვდიონ...... რა მერე? რეალურად ეს არის "ფუჭი აქტივობა შედეგის გარეშე", რადგან ამით კი არ გვამარცხებენ, არამედ.....პირიქით"".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამიტომაც არ შეიცვლება ეს კანონი და ამიტომაც შეაფასებს ყველა მომავალ არჩევნებს, ყველა "ძველი ბიჭის" და ჩხუბის მიუხედავად, ყველა "ადმინისტრაციული რესურსის" გამოყენების მიუხედავად ODIHR დაბალანსებულად და რბილად.
ძალიან გაგიჭირდებათ ევროპელ დამკვირვებელს აუხსნათ, რომ ხელისუფლება "იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს" მაშინ/თუკი/ როდესაც" აშკარად არ იყენებს ამ რესურსს ყველაზე მთავარი საფრთხის, მედიის დასათრგუნად.
არადა, "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", მისი თვალთახედვით(!), უპირველესად მედიის შეზღუდვაში უნდა გამოიხატებოდეს.
და არა საბავშვო ბაღის აღმზდელთა, სკოლის მასწავლებელთა, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომელთა მობილიზებაში.
ის ევროპელი დამკვირვებელი საკითხს ზუსტად ასე უყურებს - მოგწვონს ჩვენ ეს თუ არა.
ხოლო "ძველი ბიჭი" და "რვეულებიანი ციცო დეიდა" რას ნიშნავს, რას გულისხმობს, მან არ იცის და ვერც გაიგებს, რა მაღალი კლასის პროფესიონალიც არ უნდა იყოს.
ის ხომ მაინც მენტალურად ევროპელია და არა......"მაშასადამე ქართველი."

დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი და ისტორიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა