მამუკა გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ PR საკმაოდ ჭკვიანურად და ეფექტურად მუშაობს, ოპოზიციის მხრიდან კი ისევ დილეტანტური „ბლა-ბლა-ბლა“ ისმის
თენგიზ აბლოთია: ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობაზე 100%-იანი პასუხისმგებლობა თავად ოპოზიციურ პარტიებს ეკისრებათ
რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა
Zelensky congratulates Ukraine's defenders from frontline command post
War update: 209 combat clashes on front lines over past day, heaviest fighting on Pokrovsk axis
Ukrainian air defense neutralizes 87 of 107 Russian drones launched overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,900 over past day
ისრაელის პრეზიდენტი წარმოშობით ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს

ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას

ნახვები: 564 ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას

ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას - გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არჩევნებთან და ბარიერთან დაკავშირებით, შიშს აჩვენებს.

„ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ გააკეთა დაპირება და გარდა ამისა, ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ის საკითხია, რაზეც შეთანხმებული იყო ოპოზიცია და "ქართული ოცნება", მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5 პროცენტიანი ბარიერის შეცვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას, გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს.

კობახიძე საკუთარ შიშებს ასაჯაროებს, მათ ეშინიათ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" და ამის გამო, ქვეყანას უქმნიან პრობლემას, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რადგან მოქალაქეების დაკვეთა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მმართველობა და ამის წინააღმდეგ მიდიან", - განაცხადა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, თუ სურს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდოს და აღნიშნა, რომ პარტიებმა იქიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელონ, ვის რისი გადალახვის შესაძლებლობა აქვს.

"ამომრჩეველი არის ჭრელი, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრი და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ პარტიას იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, აუცილებელია გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი",- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, ძველი პირადობის მოწმებების დაბრუნება სახიფათო ინიციატივაა. დეპუტატი ამ საკითხზე მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს და აცხადებს, რომ იმედი აქვს, ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა