გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი

ნახვები: 521 საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. ამასთან, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა, რადგან ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას - მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას.

საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საქართველოს საელჩოს, იორდანიის მხარეს, მეფე აბდულას და პრინც ღაზ ბენ მუჰამედს და ჩემს კოლეგას - აიმან ალ საფადის, მათ ამ გადაწყვეტილებით აჩვენეს ორი ქვეყნის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის.

საქართველოს საელჩო ამ საკითხზე 2012 წლიდან, იორდანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დღიდან მუშაობს. 4 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე აშენდება კულტურული ცენტრი, რაც არის მართლაც სიმბოლური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად, სახელმწიფოებრივი აღზევების ყველა ეტაპზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს კარიბჭეს, ყოველთვის ჰქონდა მისი საპატიო ადგილი წმინდა მიწაზე", - წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა