თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 2.2%

ნახვები: 890 „საქსტატის“ მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 2.2%

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-6.0%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6%), პური და პურპროდუქტები (-0.6%). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (2.3%), თევზეული (1.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), რძე, ყველი და კვერცხი (0.5%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 %), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.2%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.3%-ით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (3.8 %), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (0.8%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 %-ით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3.0%), თევზეული (-1.9%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7 %) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3%)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა