War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთს შეხვდება

ნახვები: 618 ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ინგლისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საუთგეიტის გუნდი ფინალში ესპანეთს შეხვდება.

ფაქტები

  • 19 წლის კობი მეინუ ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშა.
  • ხავი სიმონსის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. ყველაზე სწრაფი გოლი ალან შირერმა 1996 წლის ნახევარფინალში, მე-3 წუთზე გერმანიას გაუტანა.
  • ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ჰარი კეინს ისტორიაში ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
  • 21 დღისა და 80 დღის ხავი სიმონსი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე პატრიკ კლუივერტია, მან 1996 წელს ინგლისს 19 წლისა და 353 დღის ასაკში გაუტანა.
  • ბოლო 4 დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჰარი კეინს 15 გატანილი გოლი დაუგროვდა.
  • ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა. ევრო 2020-ის გადამწყვეტ შეხვედრაში საუთგეიტის გაწვრთნილი გუნდი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

7′ წუთი. საკუთარ ნახევარზე შეცდომა დეკლან რაისმა დაუშვა. ნიდერლანდების ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხავი სიმონსმა ამით ისარგებლა და შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

18′ წუთი. საკუთარ საჯარიმოში ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, დენზელ დუმფრისმა ჰარი კეინის წინააღმდეგ წესები დაარღვია. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გერმანელმა მსაჯმა, ფელიქს ცვაიერმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად კეინმა ზუსტად შეასრულა. „ბაიერნის“ თავდამსხმელისთვის ევრო 2024-ზე ეს მესამე გოლი იყო.

23′ წუთი. ინგლისის ნაკრებს დაწინაურება სწრაფადვე შეეძლო. ფილ ფოდენმა საჯარიმოში კარგად ითამაშა, ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა ხაზიდან მისი გამოტანა დენზელ დუმფრისმა მოახერხა.

90+1′ წუთი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გათამაშებული კომბინაცია გოლით დასრულდა. კოულ პალმერმა საჯარიმოში ოლი უოტკინსს გადააწოდა, „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის დარტყმა კი ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ, ვერბრიუგენმა ვერ მოიგერია.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება. ინგლისის ნაკრებს კონტინენტის პირველობის მოგება ისტორიაში პირველად შეუძლია, ხოლო ესპანეთი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა