War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ეროვნული ბანკი - ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა, ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო

ნახვები: 842 ეროვნული ბანკი - ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა, ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა.ადგილობრივი ინფლაცია 1.9%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორს, ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციამ ივნისში 49.1% შეადგინა. ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.6 პპ-ით, 45.2%-მდე შემცირდა.

საგარეო სექტორში, იმპორტის ნაწილში, ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 9.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური სახის საქონელის იმპორტმა ამჯერად დაიკლო, ხოლო საინვესტიციო სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტს, ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა, გაიზარდა ასევე შუალედური სახის საქონლის ექსპორტი, თუმცა საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი შემცირებულია.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 19.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა